Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მგონია, რომ ადამიანების გონებაში პრევენციული თვალსაზრისით გავაჩინეთ განცდა სასჯელისა, რომ არ შეიძლება, ვიღაცამ არ გაიაზროს, რომ კორუფცია არის დამღუპველი სენი – ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჯარო მოხელემ, სასჯელის შიშით თუ მორალური თვალსაზრისით, ქრთამს უთხრას არა და უარი

მარშალ პრესი 23/04/2026
mamuka mdinaradze

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჯარო მოხელემ, რომელსაც შეიძლება რაღაც ცდუნება ჰქონდეს, ხვალ სასჯელის შიშით იქნება, თუ მორალური თვალსაზრისით გაძლიერებული მუშაობის შედეგად ქრთამს უთხრას – „არა“ და უარი, რაღაცნაირად ადრე თუ გვიან ეს უნდა დავალაგოთ, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „ იმედი Live”.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, უსაფრთხოების დაცვას ყოველდღიურობაში და სამომავლო პერსპექტივაში შეუქცევადი ხასიათი ექნება.

„პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხოება და თავად უსაფრთხოების დაცვა ყოველდღიურობაში, ერთია და მეორეა, გრძელვადიანი პერსპექტივაში დალაგება რაღაც საკითხების. ამაზე მეტია საზრუნავი და მე შევეცადე, რომ ამის საფუძველი ჩამეყარა სუს-ში ჩემი მუშაობის დროს და ამას შეუქცევადი ხასიათი ექნება ამის გარანტია შეგვიძლია დავდოთ მთელი პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ შეიძლება დღეს კარგად მუშაობდნენ სუს-ის თანამშრომლები, მაგრამ სისტემური გაძლიერება, მენეჯმენტი, ჭირდება იმას, რომ საფუძველი ჩაუყარო გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების საკითხებს,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ადამიანების გონებაში სახელმწიფომ გააჩინა განცდა პრევენციული თვალსაზრისით სასჯელისა, რომ ქრთამს უთხრან უარი.

„პრიორიტეტს რაც შეეხება, უსაფრთხოების სამსახურში, აქ არის კორუფცია – ანტიკორუფციული სამსახური როგორი მძლავრი სამსახურია დღეს ალბათ ხედავთ და აქ გაჩერება არ შეიძლება, იმიტომ რომ, ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ მსოფლიოში და ევროპაში სამეულში და ა.შ. ერთ-ერთი პირველები ვიყოთ და ამას აუცილებლად მივაღწევთ, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ჩვენ რაღაც გადავტეხეთ და ადამიანების გონებაში გავაჩინეთ განცდა ზოგადი პრევენციული თვალსაზრისით სასჯელისა, რომ არ შეიძლება რომ ვიღაცამ ბოლო-ბოლო არ გაიაზროს, რომ კორუფცია არის დამღუპველი სენი, არამხოლოდ ადამიანურ დონეზე, არამედ სახელმწიფოს აქვს ერთ-ერთი მღრღნელი ჭია და ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ უნდა იფიქროს, რომ შეიძლება იყოს დიდ ან პატარა თანამდებობაზე ხელეწიფებოდეს რაღაცის გაკეთება ან არ გაკეთება და მაინც და მაინც ეს მატერიალური გამორჩენისათვის არ უნდა გააკეთოს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჯარო მოხელემ, რომელსაც შეიძლება რაღაც ცდუნება ჰქონდეს, ხვალ სასჯელის შიშით იქნება, თუ მორალური თვალსაზრისით გაძლიერებული მუშაობის შედეგად ქრთამს უთხრას – არა და უარი. რაღაცნაირად ადრე თუ გვიან ეს უნდა დავალაგოთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე: ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა არ მოიცავს მხოლოდ ვიღაცის დაჭერას. ეს არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების დგომა სამართალდამცავების გვერდით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს ყველაფერი
Next: მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.