Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში

მარშალ პრესი 23/04/2026
IRAKLI KOBAKHIDZE

მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მამუკა მდინარაძე არის სახელმწიფო მინისტრი, რომელსაც აკისრია სახელმწიფო სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციის მოვალეობა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მამუკა მდინარაძე იმსახურებდა ამ წოდებას მისი საქმიანობიდან გამომდინარე, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიუხედავად იმისა, რომ ამ სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ის საქმიანობდა დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში. მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილებები და მიღწევები, როგორც სისტემური გადახალისების, ინსტიტუციური გადახალისების კუთხით, ასევე კონკრეტული მიმართულებით დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთის კუთხით, კორუფციული პრაქტიკის აღკვეთის კუთხით, შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მამუკა მდინარაძე იმსახურებდა ამ წოდებას და ეს მომავალში მას გააძლიერებს რეპუტაციულად არა მხოლოდ როგორც კონკრეტული სამსახურის უფროსს, არამედ როგორც ამ შემთხვევაში როგორც სახელმწიფო მინისტრს, რომელიც პასუხისმგებელია სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მგონია, რომ ადამიანების გონებაში პრევენციული თვალსაზრისით გავაჩინეთ განცდა სასჯელისა, რომ არ შეიძლება, ვიღაცამ არ გაიაზროს, რომ კორუფცია არის დამღუპველი სენი – ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჯარო მოხელემ, სასჯელის შიშით თუ მორალური თვალსაზრისით, ქრთამს უთხრას არა და უარი
Next: კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები, აქტიურად ვმუშაობთ, რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას – ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.