Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა არ მოიცავს მხოლოდ ვიღაცის დაჭერას. ეს არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების დგომა სამართალდამცავების გვერდით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს ყველაფერი

მარშალ პრესი 23/04/2026
mamuka mdinaradze

შეიძლება გაგიკვირდეთ ჩემგან, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს არის გადატეხილი. მიუხედავად იმისა, რომ გეკა გელაძემ და მისმა უწყებამ უდიდესი შრომა ჩადო, დიდი დრო დასჭირდება ამის აბსოლუტურ დამარცხებას. სამწუხაროდ, მსოფლიოში პრეცედენტები არ არსებობს, მაგრამ მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია, როგორც ქრთამის, ასევე ნარკოტიკების რეალიზაციისა და მომხმარებლების მიმართულებით – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობისა და ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა.

მისევე თქმით, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა არ მოიცავს მხოლოდ ვიღაცის დაჭერას. ეს არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების დგომა პოლიციისა და სამართალდამცავების გვერდით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს ყველაფერი.

„ერთი დიდი პროფესიონალი დღეს უკვე შეცვალა მეორე დიდმა პროფესიონალმა. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ როგორც გეკა გელაძეზე, ასევე სულხან თამაზაშვილზე. ბუნებრივია, თუ არ გაძლიერდება, არაფერი დააკლდება ამ მიმართულებითაც, როგორც სხვა მიმართულებებითაც, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. მაგრამ მართალი ბრძანდებით – ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა არ მოიცავს მხოლოდ ვიღაცის დაჭერას. ეს არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების დგომა პოლიციისა და სამართალდამცავების გვერდით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს ყველაფერი.

დარტყმები განვახორციელეთ ყველამ ერთად ნარკოტიკებზე, მის რეალიზატორებზე, და რა მოხდა? გარედან შემოტანა ძალიან გართულდა, ნარკოტიკი გაძვირდა – რიგ შემთხვევებში 100-ლარიანი ნარკოტიკი გახდა 1000, 1500, 2000 ლარი, მაგრამ მაინც არსებობს. ბაზრის ელემენტები შემოვიდა აქაც – საბაზრო ეკონომიკასავით არის, ოღონდ ჩრდილოვანი და საზიზღარი. მიწოდება გართულდა, ნარკოტიკული პროდუქცია გაძვირდა.

როგორც კი გარედან შემოტანა გართულდა, მაშინვე გაჩნდა კიდევ ერთი პრობლემა, რაღაც უბედურებას ხარშავენ და ამზადებენ კუსტარულად. აქედან კიდევ ათასი უბედურება ხდება, ადამიანები იღუპებიან. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელსაც საზოგადოების მხრიდანაც სჭირდება ძალიან დიდი მხარდაჭერა. სამართალდამცავები კი ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ, რომ მაქსიმალურად შევიწროვდეს ეს სფერო და დანაშაულებრივი ბიზნესი,“ – განაცხადა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე: მე დამხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც სჭირდებოდათ კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი – ჩვენ გვყავს ადამიანები, სამართალდამცველები, რომელთათვისაც სწორი მიმართულების მიცემა გაძლევს უდიდეს შედეგს
Next: მგონია, რომ ადამიანების გონებაში პრევენციული თვალსაზრისით გავაჩინეთ განცდა სასჯელისა, რომ არ შეიძლება, ვიღაცამ არ გაიაზროს, რომ კორუფცია არის დამღუპველი სენი – ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჯარო მოხელემ, სასჯელის შიშით თუ მორალური თვალსაზრისით, ქრთამს უთხრას არა და უარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.