Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მეგის ქარდავას მიმართვა აქციის მონაწილეებს: დღეს ცარიელი სიტყვების დრო აღარაა, დროა, მოქმედებაზე გადავიდეთ

მარშალ პრესი 03/07/2022
მეგის ქარდავა

ძვირფასო ახალგაზრდებო, თანატოლებო და უფროსებო, დროა საკუთარ თავზე აიღოთ ინიციატივა. მორალურად და მთელი გონებით თქვენთან ვარ – ამის შესახებ მწამებელი, სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ჯალათი  მეგის ქარდავა სოციალურ ქსელში წერს და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართავს.

„მოგმართავთ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულების საკნიდან და მინდა გითხრათ, ძალიან მიმძიმს რომ დღეს ფიზიკურად თქვენ გვერდით ვერ ვიდგები რუსთაველზე. თუმცა სულიერად, მორალურად და მთელი გონებით თქვენთან ვარ. ძვირფასო ახალგაზრდებო, თანატოლებო და უფროსებო, დროა საკუთარ თავზე აიღოთ ინიციატივა. თქვენს გასაკეთებელს სხვა ვერ და არ გააკეთებს. დღეს უკვე ცარიელი სიტყვების დრო აღარ არის, დროა მოქმედებაზე გადავიდეთ რადგან უმოქმედობით და ცარიელი სიტყვებით რეჟიმს ვერ გადააგდებთ. ახლა როცა არჩევანი ასეთი მარტივია წყვდიადსა და ნათელს შორის, საფიქრალიც ბევრი არაფერია. ან იდგებით სიმართლისა და სინათლის მხარეს ან სამუდამოდ დარჩებით და დატოვებთ ქვეყანას წყვდიადში. გისურვებთ გამძლეობას და მხნეობას. ღმერთმა დალოცოს საქართველო. შეხვედრამდე თავისუფალ საქართველოში, სადაც აუცილებლად გავაგრძელებ ქვეყნის რიგით ჯარისკაცობას და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე იმ საქმეს რომელიც 2012 წელს პუტინის რეჟიმმა დროებით თუმცა უკვე ხანგრძლივად დააპაუზა. – პუტინ-ივანიშვილის პირად პატიმრობაში მყოფი, პოლიტიკური მძევალი – მეგის ქარდავა!“ – წერს ქარდავა.

Continue Reading

Previous: შემოსავლების სამსახური: ინფორმაცია, თითქოს საქართველოდან ბელარუსში რადიოკავშირის სისტემები სანქციების გვერდის ავლით გადიოდა, სიცრუეა
Next: მიხეილ სარჯველაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ხვდებიან, რომ მათი რეპუტაცია იმდენად ტოქსიკურია, ახლა ავანსცენაზე გამოჩენა, მათთვის დამაზიანებელი და კონტრპროდუქტიული იქნება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025