Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ

მარშალ პრესი 21/04/2026
672947964_1284330143857685_377853496981256299_n

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები განაგრძობენ შეხვედრებს რეგიონებში, საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან. ამჯერად შეხვედრები ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის საკრებულოების წევრებთან გაიმართა.

პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებმა ადგილზე „ხალხის ძალის“ ფრაქციების წევრებისგან მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებსა და საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას “ხალხის ძალის” ლიდერებმა აღნიშნეს, პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა სულ უფრო იმატებს და რეგიონებში საკრებულოების ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრები ემსახურება ერთი მხრივ, პარტიული სტრუქტურის განვითარებას და პარტიის გაძლიერებას, მეორე მხრივ კი – პარტიაში მხარდამჭერების გაწევრიანების უზრუნველყოფას. მათივე განცხადებით, მსგავსი შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძის ვიცე-პრემიერად დასახელებით „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, მნიშვნელოვნად გაძლიერდა
Next: პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.