Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძის ვიცე-პრემიერად დასახელებით „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, მნიშვნელოვნად გაძლიერდა

მარშალ პრესი 21/04/2026
tamta megrelishvili

მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში დაბრუნება არის ძლიერი სიგნალი, რომელიც მთლიანად პოლიტიკურ დინამიკას მისცემს ახალ იმპულსს, – ასე ეხმიანება, „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებას, რომელმაც მამუკა მდინარაძეს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დააკისრა.

მისივე თქმით, მამუკა მდინარაძის აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ნიშნავს, რომ პროცესები უფრო კონცენტრირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდება.

„ბოლო ცვლილებებმა აჩვენა, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა ფიგურა, რომელიც თამაშის წესებს ცვლის. მამუკა მდინარაძის დაბრუნება არის ძლიერი სიგნალი, რომელიც მთლიანად პოლიტიკურ დინამიკას მისცემს ახალი იმპულსს.

მდინარაძე გამოირჩევა იმით, რომ მას შეუძლია სწრაფად აითვისოს რთული პროცესები და გადააქციოს ისინი მართვად სისტემად.
სწორედ ასეთი ტიპის მენეჯერები ქმნიან რეალურ შედეგს, არა ხმაურით, არამედ სტრუქტურების გამართულად მუშაობით.

მის შემთხვევაში, ეს უნარი არაერთხელ გამოჩნდა და სწორედ ამიტომ მისი როლი გაცილებით ფართოა, ვიდრე ერთი კონკრეტული მიმართულების მართვა.
მისი აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ნიშნავს, რომ პროცესები უფრო კონცენტრირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდება.
ის არის ადამიანი, რომელიც ერთდროულად ძლიერია როგორც დეტალებში, ასევე შორს მიმავალი სტრატეგიის დაგეგმვაში, ეს კომბინაცია კი ქართულ პოლიტიკაში იშვიათია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მამუკა მდინარაძე მინისტრის პოზიციის პარალელურად, ვიცე-პრემიერის პოზიციას დაიკავებს, რაც მის პოლიტიკურ წონას კიდევ უფრო ზრდის.
ამ გადაწყვეტილებით „ქართული ოცნება“ რეალურად მნიშვნელოვნად გაძლიერდა როგორც პოლიტიკური პარტია, რადგან ასეთი გამოცდილებისა და მართვის უნარის მქონე ფიგურის პოლიტიკაში დაბრუნება პირდაპირ აისახება პარტიის ეფექტიანობაზე და პოლიტიკურ პროცესებზე დიდ გავლენას მოახდენს.
ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებები მას!“ – წერს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს
Next: პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.