Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დღეს ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჰიპერავტორიტარულ მმართველობაში დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ მასთან ნორმალური სამუშაო ურთიერთობის დამყარება თითქმის შეუძლებელია

მარშალ პრესი 20/04/2026
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინტერვიუს, რომელიც „ბრიუსელ თაიმსში“ გამოქვეყნდა.

ქართველიშვილის თქმით, როგორც კი ადამიანი დაემშვიდობება ევრობიუროკრატიას, უბრუნდება საღი გონება, რისი მაგალითიც არის ჟოზეფ ბორელი და ახლა უკვე შარლ მიშელი. „როგორც კი ემშვიდობები ევრობიუროკრატიას, გიბრუნდება გონება და საღი აზრი. ამის ნათელი მაგალითია, თურმე ნორმალურად და საღად მოაზროვნე ჟოზეფ ბორელი. დღეს მას შეუერთდა ჩვენთვის კარგად ცნობილი შარლ მიშელი, რომელიც ისტორიაში მხოლოდ იმით შევიდა, რომ მისი სახელობის საპარლამენტო ფრაქცია შექმნა ჭიჭე ვაშაძემ. დღეს ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჰიპერავტორიტარულ მმართველობაში დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ მასთან ნორმალური სამუშაო ურთიერთობის დამყარება თითქმის შეუძლებელია.

„ბრიუსელ თაიმსთან“ ინტერვიუში მან განაცხადა: „ეს არის მმართველობის ჰიპერავტორიტარული სტილი… კომისრები აღარ თამაშობენ არანაირ როლს“. მიშელმა აღნიშნა, რომ მათი თანამშრომლობის დასაწყისიდანვე გააცნობიერა, თუ რამდენად რთული იყო ფონ დერ ლაიენთან ნორმალური სამუშაო ურთიერთობის დამყარება. მისი თქმით, საგარეო პოლიტიკაზე რეგულარული პირისპირ კოორდინაციული შეხვედრების შესახებ მის წინადადებებს, ფონ დერ ლაიენი სისტემატურად უარყოფდა. „ერთ რამეს გეტყვით: კოლეგასთან თანამშრომლობისას აქამდე არასდროს შემხვედრია ასეთი სირთულე. არასდროს. საქმე პირად თვისებებს არ ეხება. „საქმე ევროპული პროექტის არსს ეხება“, – ხაზგასმით აღნიშნა მიშელმა. ის თვლის, რომ ფონ დერ ლაიენს არასწორად ესმის თავის სამსახურებრივ მოვალეობები, რადგან ვერ დგამს ნაბიჯებს ერთიანი ბაზრის დასაცავად და ფინანსური ბაზრების განვითარებისთვის. მიშელმა დასძინა, რომ მან მისცა თავის თავს უფლება ასე მკაცრად ელაპარაკა, რადგან მას ჰქონდა შესაძლებლობა, შიგნიდან დაკვირვებოდა ევროკავშირის ხელმძღვანელობის მუშაობას,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის პროპაგანდისტის მხრიდან სპორტსმენების შეურაცხყოფაზე: დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან
Next: კახა კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.