Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის პროპაგანდისტის მხრიდან სპორტსმენების შეურაცხყოფაზე: დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან

მარშალ პრესი 20/04/2026
shalva papuashvili

დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის პროპაგანდისტის დავით ნებიერიძის მხრიდან სპორტსმენების შეურაცხყოფაზე.

მისი თქმით, პროევროპულობა დღეს ასოცირდება ზიზღთან და ძალადობასთან.

„არის თუ არა ეს ზიზღის ენა? ბატონ ნებიერიძის ამ პოსტს რომ წაიკითხავთ, არის თუ არა ეს ზიზღის ენა?

დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს არის ტოლობის ნიშანი პროევროპულობასა და ზიზღს, ძალადობას შორის. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან, ძალადობასთან, ანტი ქართულობასთან.

ასეთ განცხადებებს და ასეთ ადამიანებს პასუხს ხალხი აძლევს საბოლოო ჯამში ყველაზე კარგად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციის პროპაგანდისტმა დავით ნებიერიძემ სპორტსმენები სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

„თქვენი წარმატება მხოლოდ სპორტის ფარგლებში რჩება და საზოგადოებაში ლაჩრები და მედროვეები ხართ. პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ“, – წერს დავით ნებიერიძე.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: საკითხი, სადაც ბრიუსელს აქვს შენიშვნა საქართველოსთან დაკავშირებით არის, რომ არ არის სრულ თანხვედრაში ბრიუსელის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან. სრულ თანხვედრაში იგულისხმება, რომ დავუწესოთ რუსეთს სანქციები
Next: დავით ქართველიშვილი: დღეს ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჰიპერავტორიტარულ მმართველობაში დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ მასთან ნორმალური სამუშაო ურთიერთობის დამყარება თითქმის შეუძლებელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.