Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კახა კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?

მარშალ პრესი 20/04/2026
kakha kaladze

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარმოებელი კომპანია ვერ იღებს პასუხისმგებლობას.

ამის შესახებ მან აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, მედიკამენტს ე.წ. შავი ჩარჩოს გაფრთხილება მიენიჭა.

„გულწრფელად გეტყვით, დარგის სპეციალისტი არ ვარ, თუმცა, რადგან თემა მწვავე იყო, მეც მოვიძიე ინფორმაცია, თუ რა ვითარება იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადაამოწმოს, რომ კომპანია, რომელიც აღნიშნულ პრეპარატს აწარმოებს, თავად ვერ იღებს პასუხისმგებლობას მასზე.

ყველანაირ პოლიტიკას დავანებოთ თავი, ადამიანურად ვსვამ ძალიან მარტივ შეკითხვას: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება და ამ ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის შეიძინოს ისეთი პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: დღეს ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჰიპერავტორიტარულ მმართველობაში დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ მასთან ნორმალური სამუშაო ურთიერთობის დამყარება თითქმის შეუძლებელია
Next: ნინო წილოსანი დიუშენის სამკურნალო წამალზე: მთლიანად ამ სურათში იკვეთება, რომ არიან დაინტერესებული პირები, მათ შორის პარტიული ტელევიზიები, ვინც ამ საკითხს განსაკუთრებულ და მავნებლურ პოლიტიკურ ასპექტს ანიჭებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.