Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს აშინებთ ქართველების გაერთიანება, მითუმეტეს, ახალგაზრდებისთვის სიმართლის გაზიარება! ცოტნემ ზუსტად ახსნა თუ რატომ უნდა შედგეს ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსია

მარშალ პრესი 18/04/2026
dimitri samkharadze

ახალგაზრდა კაცი გამოვიდა და სიმართლე თქვა! დიახ, ის ჭეშმარიტება, რომელიც აშინებს ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს! აშინებთ ქართველების გაერთიანება, ერთად დგომა და მითუმეტეს, ახალგაზრდებისთვის სიმართლის გაზიარება! ცოტნემ ზუსტად ახსნა თუ რატომ უნდა შედგეს ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსია, – წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ცოტნე ივანიშვილის განცხადების შესახებ, რომელიც მან მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა.

სამხარაძე ცოტნე ივანიშვილის განცხადებაზე ოპოზიციის რეაქციებს გამოეხმაურა და არ გაჰკვირვებია, რომ მათ მისი გამოსვლა არ მოეწონათ.

„ქართველი მაგარი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა და სიმართლე თქვა! დიახ, ის ჭეშმარიტება, რომელიც აშინებს ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს! აშინებთ ქართველების გაერთიანება, ერთად დგომა და მითუმეტეს, ახალგაზრდებისთვის სიმართლის გაზიარება! ცოტნემ ზუსტად ახსნა თუ რატომ უნდა შედგეს ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსია, მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვანი! დიახ, საქართველოს სიყვარული უნდა იყოს საფუძველი ამ დებატების და რა არის აქ ნამდვილი პატრიოტისთვის მიუღებელი? არაფერი! რა თქმა უნდა მყრალ რადიკალურ ოპოზიციას არ მოეწონებოდა ცოტნეს სიტყვები. მაგათ ხომ დაზომბებული, ახალგაზრდები ურჩევნიათ, რომლებსაც აქციებზე ისე მიიყვანენ, რომ საერთოდ არ ეცოდინებათ რას, რატომ და რისთვის აპროტესტებენ! დღეს, მარტო ერთმა ქართველმა ახალგაზრდამ კიდევ ერთხელ აჩვენა თქვენი ნამდვილი სახე მთელ საქართველოს! მისმა სიტყვებმა შეგაშინათ, გაგამწარათ, იცით როგორი საფრთხის შემცველია თქვენთვის ახალგაზრდების გაერთიანება, საქართველოს სიყვარულით! სწორი მომავლისთვის, ახალი თაობებისთვის ჭეშმარიტების ახსნით!

გაიხარე ცოტნე. ვამაყობთ შენით სამშობლოს ღირსეული ყველა პატრიოტი! ბარეორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი“- წერს სამხარაძე.

Post navigation

Previous: ამათ შვილებს ყველაფრის უფლება აქვთ და პატრიოტი ხალხის შთამომავლები, ჩრდილში უნდა იყვნენ თურმე – გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე
Next: დავით ქართველიშვილი რადიკალების ახალ ალიანსზე: ყოველი გაერთიანების დროს, საკუთარ თავს და ამომრჩეველს ატყუებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.