Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი რადიკალების ახალ ალიანსზე: ყოველი გაერთიანების დროს, საკუთარ თავს და ამომრჩეველს ატყუებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალია

მარშალ პრესი 18/04/2026
david kartvelishvili

ოპოზიციის გაერთიანების მორიგ მცდელობას აფასებს მედიასთან საუბარში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც მან განაცხადა, გაერთიანების მეხუთე მცდელობაც ისეთივე კრახით დასრულდება, როგორც წინა ოთხი. როგორც დავით ქართველიშვილი აცხადებს, ოპოზიციას არაფრის უნარი და ძალა არ შესწევს და ეს გამოიხტება თუნდაც იმაში, რომ დამოუკიდებლად, უცხო ძალების ჩარევის გარეშე, ელემენტარული სამოქმედო გეგმის შემუშავება არ ძალუძს. „სერიოზულად რომ ვერ ვუყურებ [ოპოზიციის გაერთიანების მორიგ მცდელობას], ეს ხომ გასაგებია, იმიტომ რომ მეხუთედ შეიკრიბა იგივე ხალხი რაღაც ახალ გაერთიანებაში. მანამდე ოთხჯერ შეიკრიბა, დაიშალა.

ამჯერად მეხუთედ შეიკრიბა და უსევ დაიშლება, იმიტომ, რომ საკუთარ წიაღში, ყოველი მსგავსი გაერთიანების დროს, საკუთარ თავს და ამომრჩეველს ატყუებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალია. წარმოიდგინეთ, ყოველ ჯერზე ან კანვასის ინსტრუქტორი სჭირდებათ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ან აკერმანის ტრენინგები, ან იგორ ბლაჟევიჩის რაღაც ბრძნული სქემები და გეგმები. თვითონ არაფრის მაქნისები არ არიან – ელემენტარული პროგრამა არ დაუწერიათ საზოგადოების რომელიმე სფეროზე მორგებული, გინდა საგარეო პოლიტიკა იყოს, გინდა ეკონომიკა. რა უნდათ ამ ადამიანებს, გაუგებარია,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა. მანვე კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მიერ დაანონდსებულ „კარდაკარზე“, რომლის დაწყებასაც რადიკალები რეგიონებში გასვლით და მოსახლეობასთან შეხვედრებით 10 მაისიდან აპირებენ. „ჩემები გავაფრთხილე, 10 მაისიდან თბილისიდან არსად წახვიდეთ, შეიძლება მოვიდნენ, დააკაკუნონ, გაუღეთ კარი და თავაზიანად მიიღეთთქო. მაგრამ გჯერათ რომ ამას გააკეთებენ? ან რეგიონებში დაანონსებული კარდაკარი სადმე შესრულებულა? რომელიმე სოფელს მიადგა რომელიმე მათი ლიდერი? ეს ხომ აბსურდია!“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს აშინებთ ქართველების გაერთიანება, მითუმეტეს, ახალგაზრდებისთვის სიმართლის გაზიარება! ცოტნემ ზუსტად ახსნა თუ რატომ უნდა შედგეს ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსია
Next: ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.