Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამათ შვილებს ყველაფრის უფლება აქვთ და პატრიოტი ხალხის შთამომავლები, ჩრდილში უნდა იყვნენ თურმე – გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 18/04/2026
giorgi gamsaxurdia

გიორგი გამსახურდია, ცოტნე ივანიშვილის მისამართით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და ზვიად გამსახურდიას დროსთან პარალელს ავლებს.

გამსახურდიას თქმით, დღევანდელი ოპოზიციის იდეური მამები, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვოჟდიზმში დადანაშაულებას ცდილობდნენ და ცოტნე ივანიშვილის მიერ მათი კრიტიკა სწორედ იმ წლებს ახსენებს.

“ზვიადის პერიოდიდან მახსოვს, დღევანდელი ოპოზიციის იდეური მამები, ყველა ნაბიჯზე დასდევდნენ ზვიადს, რომ ვოჟდიზმში ან რაიმე მსგავსში დაედანაშაულებინათ. მათი აზრით, ეკრძალებოდა შვილებთან, მეუღლესთან ერთად საჯაროდ გამოჩენა და ა.შ.

ახლაც იმავეს ვხედავ, ეს ვიგინდარები ისეთი კიჟინით დაესივნენ ამ ოჯახს და ამ კარგ ბიჭს, რომ ის წლები გამახსენდა… ამათი შვილები ყოფილან თურმე მარტო, რომლებსაც ყველაფრის უფლება აქვთ და შეუძლიათ და პატრიოტი ხალხის შთამომავლები, ჩრდილში უნდა იყვნენ თურმე,” – წერს გიორგი გამსახურდია.

Post navigation

Previous: საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
Next: ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს აშინებთ ქართველების გაერთიანება, მითუმეტეს, ახალგაზრდებისთვის სიმართლის გაზიარება! ცოტნემ ზუსტად ახსნა თუ რატომ უნდა შედგეს ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.