დღეს, 18:00 საათზე, საქართველო ქუთაისში, „აია არენაზე“, არგენტინა XV-ს ეთამაშება. ეს ამ გუნდების მეოთხე შეხვედრაა.
პირველ ხაზში თამაშს გურამ გოგიჩაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და ლუკა ჯაფარიძე დაიწყებენ, მეორე ხაზში ლაშა ჯაიანი და კოტე მიქაუტაძე შეწყვილდებიან. მესამე ხაზში ოთარ გიორგაძეს, ბექა საღინაძეს და ბექა გორგაძეს ვიხილავთ.
ღერძზე შეთამაშებული წყვილი – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე დადგებიან. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, ფრთებზე სანდრო თოდუასა და აკა ტაბუცაძეს ვიხილავთ, ფულბეკი კი 19 წლის დავით ნინიაშვილია.
მარქაფაში ერთი დებიუტანტია – ბურჯი გურამ პაპიძე. პირველ ხაზში გუნდს გააძლიერებენ კვაჭი შალვა მამუკაშვილი და ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი; მეორე და მესამე ხაზში შეცვლაზე შევლენ ნოდარ ჭეიშვილი და ლუკა ივანიშვილი. 9 ნომრის მარქაფაშია მიხეილ ალანია, ხოლო ხაზში ლაშა ხმალაძე და დემურ თაფლაძე.
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);
შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 2. ჯაბა ბრეგვაძე (კუბოტა), 3. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი), 4. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), 18. გურამ პაპიძე (ლა როშელი); 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).
მატჩის პირდაპირ ეთერში ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
საქართველო არგენტინა XV-ს პირველად ქართული რაგბის 50 წლის იუბილეზე ეთამაშა და მოწინააღმდეგეს 24:22 სძლია, შემდეგ რუმინეთში, ბუქარესტის ერთა თასზე 14:13 დაამარცხეს, ბოლოს კი თბილისის თასზე გამარჯვება მეტოქეს დარჩა – 26:16
საქართველო ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისას, ტრიგერის როლის შემსრულებელი და ერთგვარი...