ხვალ, 4 ივლისს ეროვნული გამოცდები 09:00 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. პირველ სესიაზე რეგისტრაციას აბიტურიენტები 08:00 საათზე გაივლიან, მეორე სესიაზე კი – 14:00 საათზე. მეორე სესიის საგამოცდო დროდ 15:00 საათი განისაზღვრა.
მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც ჯამში 90 000-მდე რეგისტრირებულ პირს მოემსახურება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულია 2 500-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 9 500-ზე მეტი აპლიკანტი, ხოლო მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად სულ 35 500-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული.
ამასთან, იმ პირებისთვის, რომლებსაც ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი დაუდასტურდებათ, დაინიშნება დამატებითი სეანსები. ისინი ვირუსის დადასტურებიდან მერვე დღეს შეძლებენ გამოცდაზე გასვლას.
ის ხალხი, რომელიც თავს ოპოზიციად ასაღებს, რეალურად, აგენტურული ქსელია, ამიტომ, გადავწყვიტეთ,...