Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქალი მსჯავრდადებულები ფიტნეს-ინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლნენ

მარშალ პრესი 03/07/2022
ქალი მსჯავრდადებულები

ქალი მსჯავრდადებულები ფიტნეს-ინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ფიტნეს-ინსტრუქტორის პროფესიის შემსწავლელი კურსის ფარგლებში, მსჯავრდადებულებმა ტრენინგი სპორტულ ფსიქოლოგიაშიც გაიარეს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, სამი თვის განმავლობაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტის მეორე ეტაპში 30 მსჯავრდადებული მონაწილეობდა. მათ სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

მიღებული ცოდნა მსჯავრდადებულებს გათავისუფლების შემდგომ დასაქმებაში დაეხმარება.

სასწავლო პროცესს ფიტნეს აკადემიის წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდადებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობასა და ამ მიზნით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მომავალშიც გააგრძელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: დღეს „ბორჯღალოსნები“ არგენტინას დაუპირისპირდებიან
Next: “ნაცების გეგმა გაიშიფრა” – როგორ ხმარობენ აქტივისტებს ილუზიური სიმრავლის შესაქმნელად – დიტო სამხარაძე განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.