Skip to content
16/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2026-2037 წლების სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შემუშავებაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარშალ პრესი 08/04/2026
zaza diasamidze

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2026-2037 წლების სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შემუშავებაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების ხედვის ჩამოყალიბება, არსებული მდგომარეობის შეფასება და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა. შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მათ შორის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, სოციალური მიმართულების, გარემოს დაცვისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში არსებული გამოწვევები.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2026-2037 წლების სტრატეგიული განვითარების დოკუმენტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, პროცესში ჩართული მხარეების კოორდინირებული და ერთობლივი მუშაობით, რათა შეიქმნას განვითარების ეფექტიანი გეგმა, რომელიც პასუხობს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ მხეიძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, სამუშაო ჯგუფის წევრები, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და პროცესში ჩართული მხარეები.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს დავალებას გარკვეული გლობალური ძალებისთვის – საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება საკუთარი მარიონეტებით
Next: „ხალხის ძალის“ მიერ პრინციპულად დაყენებულ საკითხს, მთავრობამ და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრმა უპასუხა სრული კომპრომისით, რაც კარგია – დიმიტრი ხუნდაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.