Skip to content
17/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ხალხის ძალის“ მიერ პრინციპულად დაყენებულ საკითხს, მთავრობამ და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრმა უპასუხა სრული კომპრომისით, რაც კარგია – დიმიტრი ხუნდაძე

მარშალ პრესი 08/04/2026
dimitri khundadze

„ორი დღის წინ „ხალხის ძალის“ მიერ პრინციპულად დაყენებულ საკითხთან დაკავშირებით, რაც გულისხმობდა მთავრობის დადგენილების გადახედვას პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობამ და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრმა უპასუხა სრული კომპრომისით, რაც ძალიან კარგია,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის აკრძალვის შეჩერების შესახებ, 4 წლის ვადით.

მისი თქმით, მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით ქართული ეკონომიკა შოკურ ეფექტს აიცილებს თავიდან. „ორი დღის წინ „ხალხის ძალის“ მიერ პრინციპულად დაყენებულ საკითხს, რაც გულისხმობდა მთავრობის დადგენილების გადახედვას პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობამ და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრმა უპასუხა სრული კომპრომისით, რაც ძალიან კარგია. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პროდუქცია არ გაუძვირდება და ტვირთად არ დააწვება საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, ასევე მწარმოებლებს და დისტრიბუტორებს ექნებათ ადაპტაციისთვის საჭირო დრო, რათა კარგად მოემზადონ გადაწყვეტილების ამოქმედებისთვის, ეს კი, რა თქმა უნდა, უნდა კარგი საშუალება იმისა, რომ ქართულმა ეკონომიკამ არ მიიღოს შოკური ეფექტი,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2026-2037 წლების სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შემუშავებაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
Next: დავით ქართველიშვილი: “შუა დერეფანი” გამოდის ლამაზი პრეზენტაციის ეტაპიდან და პრაქტიკულ ინსტრუმენტად გარდაიქმნება, სადაც “კასპია – აზერბაიჯანი – საქართველო – შავი ზღვა” ხდება არა არჩევანი, არამედ უალტერნატივო აუცილებლობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.