Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეკა სეფაშვილი: გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს დავალებას გარკვეული გლობალური ძალებისთვის – საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება საკუთარი მარიონეტებით

მარშალ პრესი 08/04/2026
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ ვებ-გვერდზე იმ მონაცემების არგანახლებას, რომლებშიც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილია დასახელებული. დეპუტატმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ემსახურება ზურაბიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას.

სეფაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ გერმანიის ხელისუფლება ასრულებს გარკვეული გლობალური ძალების დავალებას, რომელთა მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა საკუთარი მარიონეტებით: „რთული ასახსნელია, ისეთმა მოწესრიგებულმა ქვეყანამ და მოსახლეობამ, როგორიც გერმანულია, ასეთი საკითხი მხედველობის მიღმა რატომ დატოვა. გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს დავალებას გარკვეული გლობალური ძალებისთვის – საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება საკუთარი მარიონეტებით“ – განაცხადა დეპუტატმა. ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამის ფონზე, ოფიციალურ ვებ-გვერდზე განახლებულია ინფორმაცია სირიისა და რუსეთის შესახებ.

„ის ფაქტი, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ანახლებს ინფორმაციას საქართველოს შესახებ და ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად მოხსენიებულია სალომე ზურაბიშვილი, ვფიქრობ, არის გარკვეულად პასუხი იმ გლობალური ძალების ამოცანების შესასრულებლად, რომლისთვისაც საქართველოს წინააღმდეგ მავნებლობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად სალომე ზურაბიშვილია გამოყენებული. მგონია, რომ ეს ჩანაწერი ემსახურება, გარკვეული ლეგიტიმაციის მიცემას ზურაბიშვილისთვის – ვინც გადაამოწმებს მათ ვებ-გვერდს, პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს ჩათვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთული ასახსნელია, ისეთმა მოწესრიგებულმა ქვეყანამ და მოსახლეობამ, როგორიც გერმანულია, ასეთი საკითხი მხედველობის მიღმა რატომ დატოვა. მითუმეტეს, სირიისა და რუსეთის შესახებ მონაცემები ვებ-გვერდზე განახლებულია. გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს დავალებას გარკვეული გლობალური ძალებისთვის – საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება საკუთარი მარიონეტებით“ -განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ცოტნე ანანიძე: დღეს ნოღაიდელის მოსკოვურ ვიზიტს ღალატად აფასებთ, თუმცა გავიწყდებათ სააკაშვილის 2004 წელს მოსკოვში ნათქვამი კომპლიმენტი: “პუტინს პატიოსანი თვალები აქვს”. მაშინ არ იყო აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებული?!
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2026-2037 წლების სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შემუშავებაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.