Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რახან პრემიერია, სხვის სახლშიც მასპინძელი უნდა ყოფილიყო? მიშა კი არაა, ქორწილში რომ სიძედ უნდა ყოფილიყო და გასვენებაში – მკვდარი?

მარშალ პრესი 07/04/2026
irakli lataria

ირაკლი ლატარია, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მასპინძლობისას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესახებ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ლატარიას თქმით, რახან პრემიერია, კობახიძე სხვის სახლშიც მასპინძელი ვერ იქნებოდა, რადგან, ის მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავდება, “ქორწილში რომ სიძედ უნდა ყოფილიყო და გასვენებაში – მკვდარი”.

“რახან პრემიერია, სხვის სახლშიც მასპინძელი უნდა ყოფილიყო? მიშა კი არაა, ქორწილში რომ სიძედ უნდა ყოფილიყო და გასვენებაში – მკვდარი? … (დავესესხები გ.გამსახურდიას)..
ჯერ თვითონ შეხვდა (ოფიციალური შეხვედრით) და შემდეგ მივიდნენ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში, სადაც მასპინძელი, სტუმარს ათვალიერებინებდა თბილისის ხედებს….
მაგ დროს წინ უნდა გაქცეულიყო და მე ვარ პრემიერი, მე, მეო და მე დაგათვალიერებინებთ სხვისი სახლიდან ხედებსო? ასე უნდა ექნა?..
მაგრამ თქვენთვის ეგ ყველაფერი უცხოა, რატომ? დაუბრუნდით მეორე აბზაცს..” – წერს ლატარია Facebook-ზე.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: ფოტოებზე პრემიერ კობახიძის გამოჩენა მის რეზიდენციაში მასპინძელი ბიძინა ივანიშვილისა და სტუმრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის უკან, მას კი არ აკნინებს, არამედ, ამაზე მოყიყინე გაუნათლებელ ნაცარსებებს
Next: პრეტენზია, რატომ იდგა პრემიერი ივანიშვილისა და ალიევის გვერდით, ან რატომ გადაადგილდებოდა მათ უკან, ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია და სრულად ჯდება ეთიკურ სტანდარტში, მაგრამ ოპოზიციას ეთიკას და მაღალ ღირებულებებს ვერ მოვთხოვთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.