Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გია აბაშიძე: ფოტოებზე პრემიერ კობახიძის გამოჩენა მის რეზიდენციაში მასპინძელი ბიძინა ივანიშვილისა და სტუმრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის უკან, მას კი არ აკნინებს, არამედ, ამაზე მოყიყინე გაუნათლებელ ნაცარსებებს

მარშალ პრესი 07/04/2026
gia abashidze

პრემიერ-მინისტრზე აგორდა ყალბი კამპანია, რომ როდესაც ალიევი და ივანიშვილი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, ირაკლი კობახიძე უკან მიყვებოდა და ეს, “ნაცბაბლის” უაზრობით, პრემიერის ე.წ. “არალეგიტიმურობაზე” მიუთითებს, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ოპოზიციონერები მდარე გზავნილებით ცდილობენ პრემიერ-მინისტრს ჩირქი მოსცხონ.

„ფოტოებზე პრემიერ კობახიძის გამოჩენა მის რეზიდენციაში მასპინძელი ბიძინა ივანიშვილისა და სტუმრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის უკან, მას კი არ აკნინებს, არამედ ამაზე მოყიყინე გაუნათლებელ, გაუზრდელ ნაცარსებებს.

პრემიერ-მინისტრზე აგორდა მე-N fake-კამპანია, რომ როდესაც ალიევი და ივანიშვილი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, ირაკლი კობახიძე უკან მიყვებოდა და ეს, “ნაცბაბლის” უაზრობით, პრემიერის ე.წ. “არალეგიტიმურობაზე” მიუთითებს.

ეს ბინძური ნაცპროპაგანდის მორიგი მაგალითია, მდარე გზავნილებით ცდილობენ ადამიანს ჩირქი მოსცხონ.

რეალურად – პრეზიდენტი ალიევი შეხვდა მის ქართველ კოლეგას, შემდეგ პრემიერ-მინისტრს და ბოლოს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს. რასაკვირველია, ვიზიტის ამ ბოლო შეხვედრაზე პრემიერიც იმყოფებოდა. ბიძინა ივანიშვილი იმ კონკრეტულ მომენტში აზერბაიჯანის პრეზიდენტს თბილისის ხედებს ათვალიერებინებდა და ირაკლი კობახიძეც მათთან ერთად იყო, უკან მიყვებოდა და რა უნდა ექნა?! რადგან პრემიერია მასპინძლის რეზიდენციაში წინ უნდა ყოფილიყო, შუაში, საუბრისთვის ხელი შეეშალა, მათ შორის გაჩხერილიყო, თუ რა?! პრეტენზია რა არის, რომ პრემიერი რატომ იყო მათთან ერთად თუ მათ უკან რატომ იდგა?! ლოგიკა სად არის?!

რა პროტოკოლზე, ქცევის წესებზე ანდა საერთაშორისო ურთიერთობებზე უნდა ილაპარაკონ იმ ვითომ ქედმაღალმა სექტანტებმა, როცა ტოტალურად ბეცნი არიან მართლწერაშიც, არითმეტიკაშიც, გეოგრაფიაშიც და ასტრონომიის თუნდაც ელემენტარულ საკითხებში?! მთავარია, რომ ორკესტრირებულად ყოველთვის დაადასტურონ – ნაცჭაობში ვართ, მაგრამ არ გვეხამუშება, იმედია, თავხედობით მაინც რაიმეს დავამტკიცებთ.

დიახ, ნამდვილად ამტკიცებენ ერთადერთს – თუნდაც ერუდირებული როცა უსამშობლოების “მესიჯბოქსის” გამზიარებელია, უსაშველოა მისი აწმყო და მომავალი.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: თენგიზ შარმანაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ ალიევის მიღებაზე: თუ სტუმარი ვინმე გამოჩენილ პირთან მიდის, მასპინძელი ხვდება თავის სახლში და იქ ყოფნის დროს მასპინძელია პრიორიტეტული ფიგურა, მნიშვნელობა არა აქვს ბიზნესმენთან მივა თუ ფეხბურთელთან, მასპინძელი მასპინძელია
Next: რახან პრემიერია, სხვის სახლშიც მასპინძელი უნდა ყოფილიყო? მიშა კი არაა, ქორწილში რომ სიძედ უნდა ყოფილიყო და გასვენებაში – მკვდარი?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.