Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეტენზია, რატომ იდგა პრემიერი ივანიშვილისა და ალიევის გვერდით, ან რატომ გადაადგილდებოდა მათ უკან, ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია და სრულად ჯდება ეთიკურ სტანდარტში, მაგრამ ოპოზიციას ეთიკას და მაღალ ღირებულებებს ვერ მოვთხოვთ

მარშალ პრესი 07/04/2026
davit chikhelidze

პრემიერ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია, უნიჭო პროპაგანდის კლასიკური მაგალითია, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეპიზოდის გამოყენება პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის- ასე აფასებს ექსპერტი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის კრიტიკას იმის თაობაზე, თუ რატომ იდგა პრემიერი ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილისა და ილჰამ ალიევის უკან, მათი შეხვედრის დროს.

ჩიხელიძე ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებსაც ოპონენტები ავრცელებენ, ასახავს სწორედ იმ მომენტს, როდესაც მასპინძელი ბიძინა ივანიშვილი იყო და შესაბამისად, ბუნებრივია, ყურადღების ცენტრში ის იმყოფებოდა.

მისივე თქმით, ეს პრეტენზია საფუძველს მოკლებულია და სრულად ჯდება ეთიკურ სტანდარტში.

„პრემიერ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია, უნიჭო პროპაგანდის კლასიკური მაგალითია, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეპიზოდის გამოყენება პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის.

ფაქტობრივი სურათი ასეთია: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ისე პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან. თითოეულ შეხვედრას ჰყავდა თავისი მასპინძელი, რაც განსაზღვრავდა იმ კონკრეტულ მომენტში ცენტრალურ ფიგურასაც.
ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებსაც ოპონენტები ავრცელებენ, ასახავს სწორედ იმ მომენტს, როდესაც მასპინძელი ბიძინა ივანიშვილი იყო. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ყურადღების ცენტრში ის იმყოფებოდა.

დიპლომატიურ და ზოგადად კომუნიკაციის ეტიკეტში ელემენტარული ნორმაა, რომ როდესაც ორი ადამიანი უშუალოდ საუბრობს, მესამე პირი არ ერევა და საუბარში უხეშად არ იჭრება. სწორედ ამ სტანდარტის დაცვაა ასახული აღნიშნულ კადრებში და არა რაიმე „პროტოკოლური დარღვევა“.

პრეტენზია რატომ იდგა პრემიერი მათ გვერდით ან რატომ გადაადგილდებოდა მათ უკან ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია და სრულად ჯდება ეთიკურ სტანდარტში. მაგრამ ოპოზიციას ეთიკას და მაღალ ღირებულებებს ვერ მოვთხოვთ!“- წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: რახან პრემიერია, სხვის სახლშიც მასპინძელი უნდა ყოფილიყო? მიშა კი არაა, ქორწილში რომ სიძედ უნდა ყოფილიყო და გასვენებაში – მკვდარი?
Next: თამარ ჩიბურდანიძე: ილჰამ ალიევის სიტყვები მთავარი გზავნილია ევროპა-დასავლეთისთვის, რომელთათვისაც “შუა დერეფანი” ასევეა უმნიშვნელოვანესი არტერია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.