Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ ალიევის მიღებაზე: თუ სტუმარი ვინმე გამოჩენილ პირთან მიდის, მასპინძელი ხვდება თავის სახლში და იქ ყოფნის დროს მასპინძელია პრიორიტეტული ფიგურა, მნიშვნელობა არა აქვს ბიზნესმენთან მივა თუ ფეხბურთელთან, მასპინძელი მასპინძელია

მარშალ პრესი 07/04/2026
tengiz sharmanashvili

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ჭანტურიას განცხადებას ეხმიანება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბიზნესცენტრში მიღების ფაქტთან დაკავშირებით.

თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის მასპინძელი და შესაბამისად პრიორიტეტული ფიგურაც მოცემულ მომენტში. „რა მაინტერესებს იცით, ასეთი ტიპების მოძიება რამე სპეციალური ტესტებით ხდება ? ამდენი უტვინო ერთ პარტიაში ნამეტანია ! თუ სტუმარი ვინმე გამოჩენილ პირთან მიდის, მასპინძელი ხვდება თავის სახლში და იქ ყოფნის დროს მასპინძელია პრიორიტეტული ფიგურა თავის სახლში. მნიშვნელობა არა აქვს, ბიზნესმენთან მივა სტუმარი, პოლიტიკოსთან თუ ფეხბურთელთან, მასპინძელი მასპინძელია. ეს რომ არ იციან და ტლიკინებენ, ამით მხოლოდ თავის უმეცრებას უსვამენ ხაზს. მეტს აღარ ვიტყვი, ესეც ბევრია მაგათთვის,“- წერს თენგიზ შარმანაშვილი.

Post navigation

Previous: სადიგოვი საღამოს ათ საათზე დააკავეს და პირდაპირ სასამართლოში წაიყვანეს. პროცესი ადვოკატებმა ხუთ საათზე მეტი გაწელეს, ახლა კი საუბრობენ, პროცესი შუაღამისას ჩაატარესო-ესეც მორიგი სიცრუე და მავნებლობა აღმოჩნდა
Next: გია აბაშიძე: ფოტოებზე პრემიერ კობახიძის გამოჩენა მის რეზიდენციაში მასპინძელი ბიძინა ივანიშვილისა და სტუმრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის უკან, მას კი არ აკნინებს, არამედ, ამაზე მოყიყინე გაუნათლებელ ნაცარსებებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.