Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სადიგოვი საღამოს ათ საათზე დააკავეს და პირდაპირ სასამართლოში წაიყვანეს. პროცესი ადვოკატებმა ხუთ საათზე მეტი გაწელეს, ახლა კი საუბრობენ, პროცესი შუაღამისას ჩაატარესო-ესეც მორიგი სიცრუე და მავნებლობა აღმოჩნდა

მარშალ პრესი 07/04/2026
archil gorduladze

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით ოპოზიციის იმ სპეკულაციებს ეხმიანება, რომ თითქოს მისი სასამართლო პროცესი ღამის ოთხ საათზე ჩატარდა.

გორდულაძე სიცრუეს და მავნებლობას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ ჟურნალისტი 10 საათზე დააკავეს, ხოლო მისმა ადვოკატებმა პროცესი ღამის ხუთ საათამდე სხვადასხვა მიზეზით გაწელეს.

„რამდენიმე დღეა საუბრობენ, რომ აფგან სადიგოვის პროცესი ღამის სამ თუ ოთხ საათზე გაიმართა – დავინტერესდი და ყალბი კამპანიის ეს ნაწილიც მდარე “ფეიკი” აღმოჩნდა, რომელიც აუცილებლად უნდა ვამხილოთ!

რა მოხდა სინამდვილეში?

სადიგოვი დაახლოებით საღამოს ათ საათზე დააკავეს და პირდაპირ სასამართლოში წაიყვანეს. პროცესი ადვოკატებმა ხუთ საათზე მეტი გაწელეს (ხან გადადება მოითხოვეს, ხან მასალების გაცნობა და ა. შ.), ახლა კი საუბრობენ, პროცესი შუაღამისას ჩაატარესო… ესეც მორიგი სიცრუე და მავნებლობა აღმოჩნდა!“- წერს გორდულაძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: კოლექტიური ნინო ლომჯარიები მარგინალ უვიცთა კლასტერია, სახელმწიფო ინსტიტუტები საერთოდ არ იციან – არათუ სუს-ის შეფის, მამუკა მდინარაძის, არამედ, დასავლეთში სპეცსამსახურების ხელმძღვანელობის ქონებრივი დეკრალარციებია საიდუმლო
Next: თენგიზ შარმანაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ ალიევის მიღებაზე: თუ სტუმარი ვინმე გამოჩენილ პირთან მიდის, მასპინძელი ხვდება თავის სახლში და იქ ყოფნის დროს მასპინძელია პრიორიტეტული ფიგურა, მნიშვნელობა არა აქვს ბიზნესმენთან მივა თუ ფეხბურთელთან, მასპინძელი მასპინძელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.