Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით – არცერთი

მარშალ პრესი 05/04/2026
liza gegechkori

ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. აბა მითხარით ვინმემ, რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით – არცერთი,- ამის შესახებ ჟურნალისტი, ლიზა გეგეჭკორი წერს სოციალურ ქსელში. გეგეჭკორის განცხადებით, სადიგოვის მიმართ სახელმწიფო გამოირჩეოდა ზედმეტი სტუმართმოყვარეობით, რამდენადაც მას 62-ჯერ აპატიეს. მისივე თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ კანონმდებლობას, წინაააღმდეგ შემთხვევაში კი დატოვოს ქვეყანა. „ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი.

63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. აბა მითხარით ვინმემ, რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით – არცერთი. ზუსტად იმიტომ, რომ ზოგჯერ ზედმეტად სტუმართმოყვარეებიც კი ვართ, ამდენი ხანი უთმინეს, 62-ჯერ აპატიეს, სამოცდამესამეზე გაისროლეს აქედან და ძალიან კარგიც ქნეს. ვინც არ უნდა იყოს და საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, კეთილი ინებოს და პატივი სცეს საქართველოს კანონმდებლობას და შეირგოს ჩვენი ტრადიციული სტუმართმოყვარეობა, ან არადა აახვიოს აქედან, სტუმართმოყვარეობა იმას არ გულისხმობს სახლში შემოგიშვა და შენ ტალახიანი ფეხები აჭყაპუნო. ჩვენი პროვოკატორებიც თავზესაყრელად გვყავს და გვეყოფა,“- წერს ლიზა გეგეჭკორი. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის. კერძოდ, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

Post navigation

Previous: აფგან სადიგოვს, რომელიც გუშინ გააძევეს საქართველოდან, ჩადენილი აქვს 63 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ორჯერ მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, ცოლ-შვილი კი გახიზნული ჰყავს ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრით
Next: „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.