Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აფგან სადიგოვს, რომელიც გუშინ გააძევეს საქართველოდან, ჩადენილი აქვს 63 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ორჯერ მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, ცოლ-შვილი კი გახიზნული ჰყავს ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრით

მარშალ პრესი 05/04/2026
zaal anjaparidze

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძეევებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, სადიგოვს ჩადენილი აქვს 63 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ორჯერ მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, ცოლ-შვილი კი გახიზნული ჰყავს ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრით.

მისივე შეფასებით, ჟურნალისტის საქართველოში ყოფნა კითხვებს აჩენს, რადგან მასაც შეეძლო ოჯახთან ერთად ევროპაში ცხოვრება, მაგრამ სადიგოვი საქართველოს არ ტოვებდა. „საქართველოში დროებით მცხოვრებ და ანტისამთავრობო აქციების აქტიურ მონაწილეს აზერბაიჯანელ ე.წ. “ჟურნალისტს” აფგან სადიგოვს, რომელიც როგორც იქნა გუშინ გააძევეს საქართველოდან, ჩადენილი აქვს 63 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ორჯერ მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, ცოლშვილი კი გახიზნული ჰყავს ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრით. ანუ თავადაც შეეძლო იქ წასულიყო. ისმის 2 კითხვა: რატომ არ უერთდებოდა ამდენი ხანი ოჯახს? რა აჩერებდა საქართველოში? აი ამ კითხვებზეა პასუხი გასაცემი.“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი
Next: ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით – არცერთი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.