Skip to content
25/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ

მარშალ პრესი 05/04/2026
05

პროექტის – „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს მასშტაბით არსებულ საჯარო და კერძო სკოლებში მაღალი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

სამხედრო მოსამსახურეები, ამჯერად, სსიპ ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლასა და სამტრედიაში, კერძო სკოლას – „ცოდნას“ ესტუმრნენ და მოსწავლეებისთვის თავდაცვის ძალების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

სამხედროებმა უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შექმნის ისტორიასა და სტრუქტურაზე, მის დანიშნულებასა და მიზნებზე, სამხედრო წოდებებსა და საერთაშორისო მისიებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მათ მოსწავლეებს გააცნეს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მიზნები, სასწავლო პროგრამები, მიღების პირობები და სამხედრო კარიერული განვითარების შესაძლებლობები. შეხვედრაზე, ასევე გაიხსენეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ისტორიები.

სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალურად შეხვედრისთვის მომზადებული ვიდეომასალაც წარადგინეს. შეხვედრის დასასრულს კი, მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
პროექტი – „ჩვენი ჯარი“ რამდენიმე წელია თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და საქართველოს ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

Post navigation

Previous: ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით – არცერთი
Next: ნაფიცმა მსაჯულებმა ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ ახალგაზრდა ქალს 20 წელი მ იუსაჯეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.