Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შეკვეთილში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა

მარშალ პრესი 04/04/2026
azalgazrduli

შეკვეთილში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და გამგეობის წევრები სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ახალგაზრდებს შეხვდნენ.

შეხვედრა რეგიონული ტურნეს ფარგლებში გაიმართა, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გასულ კვირას დაიწყო. შეხვედრაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეუძლია. რეგიონული კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და მასში ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად სტუმრის სტატუსით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც დაესწრნენ.

„შეხვედრების მიზანი გახლავთ უფრო მეტი ღია კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, მათ შორის მათი საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინება, რადგანაც ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარება იწყება იქ, სადაც ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ჩართულების სახელმწიფოს მართვის პროცესში; სადაც სახელმწიფო მეტად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს და სადაც მათ აქვთ სწორი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბორდის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა.

პირველი კონფერენცია ქალაქ ბათუმში 28 მარტს გაიმართა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და სულ 10 შეხვედრაა დაგეგმილი. შემაჯამებელი ღონისძიება კი თბილისში გაიმართება.

Post navigation

Previous: ოპოზიციის გაერთიანება ინსტრუქციებს ემორჩილება, მათ არავითარი სტრატეგია არ აქვთ, სტრატეგია სხვაგან იწერება, უთხრეს, ერთად იყავითო და ერთად უნდა იყვნენ
Next: საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებს საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.