Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებს საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

მარშალ პრესი 04/04/2026
60

პროექტის – „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებს საჯარო სკოლის მოსწავლეები რეგულარულად სტუმრობენ. ამჯერად, აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა თბილისის კერძო სკოლების – „ოპიზა“, „სხივი“ და „ნინო“ მოსწავლეებს უმასპინძლეს. სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეით ბრიგადასაც. 

მოსწავლეებმა მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე, მემორიალთან  ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს, რის შემდეგაც, ქვედანაყოფის შექმნის ისტორიას გაეცნენ. უფროსკლასელებმა ბაზის ინფრასტრუქტურა და ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს, ასევე ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ ტექნიკასა და შეიარაღებასაც გაეცნენ. 

პროექტის ფარგლებში, მოზარდებს დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმაც უმასპინძლეს. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს ბესიკ ხულორდავას სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამხედროების საქმიანობასა და დღის წესრიგს გაეცნენ.  

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციას.

 

Post navigation

Previous: შეკვეთილში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა
Next: თეკლა თიკანაშვილი: „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციების მთავარი ღირებულება სწორედ ის არის, რომ ჩვენ არა მხოლოდ მოვუსმინოთ ახალგაზრდებს, არამედ მათი საჭიროებები გავითვალისწინოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.