დიდუბის რაიონის გამგეობა განაგრძობს გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომლის მიზანიც თითოეული მოქალაქისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაა. ამ ეტაპზე, სამუშაოები მიმდინარეობს ცაბაძის ქუჩის N3 კორპუსის მიმდებარედ, სადაც კონტრაქტორი კომპანია ასფალტის საფარის მოწყობამდე, მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, 600 კვ.მ ფართობზე, დაიგება ასფალტის საფარი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს როგორც ავტომობილებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეთათვის. სამუშაოების ღირებულება 45 000 ლარს შეადგენს.
სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან, ასევე, ინფრასტრუქტურისა და საუბნო განყოფილებების წარმომადგენლებთან ერთად. მონიტორინგის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შესრულებული სამუშაოების ხარისხს, რათა პროექტი სრულად შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს.
