Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ევროკავშირის ოფისთან აქციაზე ევროკავშირის დროშა დაწვეს

მარშალ პრესი 02/07/2022
ევროკავშირის დროშა დაწვეს

„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეები დღეს ევროკავშირის ოფისთანაც იმყოფებოდნენ.

მათ ერთგვარი პერფორმანსი გამართეს და ადგილზე ევროკავშირის დროშა დაწვეს. აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეებმა კვლავ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

მანამდე „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერებმა აქცია ასევე „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართეს და საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ პარტიის ოფისის შენობაზე ცისარტყელას ფერის სტიკერების გაკვრა სურდათ, რისი საშუალებაც მათ იქ მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.

დღეს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქცია პარლამენტთან, 13:00 საათისთვის დაიწყო. პროტესტის მიმდინარეობისას ადგილზე ინციდენტიც მოხდა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. აქციის მონაწილეებმა ასევე ლგბტ თემის დროშაც დახიეს.

Continue Reading

Previous: სალომე სამადაშვილი: კობახიძის განცხადება, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არაა, თავისთავად ნიშნავს, რომ მმართველ გუნდს არანაირი დღის წესრიგი არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის
Next: ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ იმართება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025