Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ იმართება

მარშალ პრესი 02/07/2022
დიდი ნაყინობანა

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, ნაყინის ფესტივალი იმართება. ღონისძიებაში 25-მდე კომპანია მონაწილეობს, მათ შორის, ნაყინის მცირე მეწარმეები და ნაყინის მასიური მწარმოებლები.

ფესტივალზე მოსულ სტუმრებს თემატური ფოტოკუთხეები, სახალისო აქტივობები, პრიზები, ზღაპრის გმირები და ანიმატორები დახვდებათ, სპეციალურად მოწვეული დიჯეის მუსიკალური გაფორმების ფონზე, ჩატარდება კოქტეილის მასტერკლასები.

ღონისძიება „რანინას“ საიუბილეო სეზონის მონაწილეების კონცერტით გაიხსნა. დამთვალიერებლებს შეუძლიათ, შეიძინონ თემატური ხელნაკეთი ნივთები, ასევე, გაეცნონ ნაყინის მრავალფეროვნებას.

„დიდი ნაყინობანა“ ბოტანიკურ ბაღში მესამედ იმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო. ის ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს ბაზარზე ახალი, ხელნაკეთი ნაყინის მწარმოებლების განვითარებასა და ცნობადობის ამაღლებას.

ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ ორი დღის განმავლობაში, 14:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება.

Post navigation

Previous: „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ევროკავშირის ოფისთან აქციაზე ევროკავშირის დროშა დაწვეს
Next: თეა წულუკიანი: საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ღირსეულია და მინდა, კიდევ ერთხელ პატივისცემა დავუდასტურო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.