Skip to content
25/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები “სინდისის პატიმარი” და “პოლიტპატიმარი”, მორიგი ინსტრუმენტია მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად

მარშალ პრესი 26/03/2026
zaal anjaparidze

ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები “სინდისის პატიმარი” და “პოლიტპატიმარი,” არის მორიგი ინსტრუმენტი მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად, – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძე განმარტავს, რომ “სინდისის პატიმარი” არის ადამიანი, რომელიც მშვიდობიანად გამოხატავს საკუთარ პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სხვა შეხედულებებს და ამისთვის არის რეპრესირებული.

მისივე თქმით, ისინი, ვისაც სინდისის პატიმრებად გვასაღებდნენ, არ გამოხატავდნენ მშვიდობიანად საკუთარ პოზიციას.

„ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები “სინდისის პატიმარი” და “პოლიტპატიმარი,” არის მორიგი ინსტრუმენტი მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად.

შებრძანდით საძიებო სისტემაში და მარტივად აღმოაჩენთ, რომ “სინდისის პატიმარი” გახლავთ ადამიანი რომელიც მშვიდობიანად(!!!) გამოხატავს საკუთარ პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სხვა შეხედულებებს, და ამისთვის არის რეპრესირებული.

ახლა თავად განსაჯეთ, ისინი ვისაც “სინდისის პატიმრებად” გვასაღებენ, მშვიდობიანად გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციებს?! პასუხი ცალსახაა, რომ არა, რადგანაც უამრავმა ადამიანმა ეს საკუთარი თვალით იხილა.

რაც შეეხება “პოლიტპატიმრობის” განმარტებას, სამწუხაროდ, ის ბოლო წლებში ფართო ინტერპრეტაციას ექვემდებარება და პოლიტპატიმრად შეიძლება მიჩნეულ იქნას პირი, რომელიც, მათ შორის, ძალადობრივი მეთოდებით გამოხატავს საკუთარ პოზიციას. თუმცა, აქვე ჩნდება კითხვა, უკვე სამართლებრივ ჭრილში – ამ პირის დასჯა, ძალადობის გამო, არ შეიძლება?! ინდულგენცია აქვს?“ – წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: თამარ ჩიბურდანიძე: ვისაც დაგეგმილი აქვს იმ ეკლესიის წაქცევა, რომელიც უწმინდესმა დაგვიტოვა, ვეტყვი, რომ ვერ შეძლებენ, მათი მცდელობა ამაოა იმიტომ, რომ ქართული ეკლესია არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის
Next: შვედეთის და ნორვეგიის ელჩების უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლო სისტემაში – ელჩები ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოები არიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.