Skip to content
16/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამარ ჩიბურდანიძე: ვისაც დაგეგმილი აქვს იმ ეკლესიის წაქცევა, რომელიც უწმინდესმა დაგვიტოვა, ვეტყვი, რომ ვერ შეძლებენ, მათი მცდელობა ამაოა იმიტომ, რომ ქართული ეკლესია არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის

მარშალ პრესი 26/03/2026
tamar chiburdanidze

„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებით, ეპოქა დასრულდა. სოზარ სუბარმა არაჩვეულებრივად თქვა, „ეპოქა გრძელდება და ეპოქა გრძელდება სხვა განზომილებაში,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ. მისი თქმით, პატრიარქმა დატოვა უზომოდ განათლებული და ძალიან ძლიერი ქართული ეკლესია. „არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებით, ეპოქა დასრულდა. სოზარ სუბარმა არაჩვეულებრივად თქვა, „ეპოქა გრძელდება და ეპოქა გრძელდება სხვა განზომილებაში“. პატრიარქმა შეძლო ეკლესიაში და ერში აღმშენებლობის ხანის დამკვიდრება.

ეკლესიის აღმავლობის პერიოდი 80-იანი წლებიდან დაიწყო. საბჭოთა რეჟიმის პერიოდში უწმინდესმა შეძლო და საფუძველი ჩაუყარა ეკლესიის აღდგენას, გაძლიერებას და სასულიერო წრის განათლებას, რაც ყველაზე მთავარია. მაღალი აკადემიური დონის შეტანა სასულიერო პირებში იყო უდიდესი ეროვნული საქმე. არ დაიზოგა თავი ჩვენმა ღვაწლმოსილმა პატრიარქმა და დაგვიტოვა უზომოდ განათლებული, ძალიან ძლიერი ქართული ეკლესია. ვისაც დაგეგმილი აქვს იმ ეკლესიის წაქცევა, რომელიც უწმინდესმა დაგვიტოვა, ვეტყვი, რომ ვერ შეძლებენ, მათი მცდელობა ამაოა იმიტომ, რომ ქართული ეკლესია ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა. ეს არის ცოდნით ძლიერი ეკლესია, რწმენით ძლიერი სასულიერო პირები, რომელთა ირგვლივაც გაერთიანებულია მრევლი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში პატივს მიაგებდა უწმინდეს. ეს იყო ერის სიამაყის დღეები. გაყურსული იყო ევროპა, არ ყოფილა არცერთი სამძიმრის წერილი ან კომენტარი. იმ შემთხვევაში თუ ცოტა ადამიანი მიაგებდა პატივს უწმინდესს, ვერც წარმოიდგენთ რამდენი განცხადება და კომენტარი გაკეთდებოდა მათი მხრიდან. არ მოერიდებოდათ არაფრის და გადაუვლიდნენ ქართველ ერს,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Post navigation

Previous: პრემიერი ოპოზიციაზე – მათი ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში
Next: ზაალ ანჯაფარიძე: ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები “სინდისის პატიმარი” და “პოლიტპატიმარი”, მორიგი ინსტრუმენტია მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.