Skip to content
25/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შვედეთის და ნორვეგიის ელჩების უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლო სისტემაში – ელჩები ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოები არიან

მარშალ პრესი 26/03/2026
elene

შვედეთის და ნორვეგიის ელჩები „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოები არიან.

„განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია“- ამბობს საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ბერლიო ჰოვლანდი და დასძენს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამყარებს საქართველოში ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრების პრობლემურ პატერნს და შლის გამოხატვის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივ ნდობას.

ასევე, უკმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი, რომელიც აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას განაჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედების კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც კითხვებს აჩენს.

ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე, გირაოს გადაუხდელობის გამო „დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

Post navigation

Previous: ზაალ ანჯაფარიძე: ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები “სინდისის პატიმარი” და “პოლიტპატიმარი”, მორიგი ინსტრუმენტია მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად
Next: ეკა სეფაშვილი პარლამენტართა აზიური ფორუმისა (AFPPD) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.