Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიბს-ში გენერალური ინსპექციის პერსონალის კურსი გაიხსნა

მარშალ პრესი 25/03/2026
dibsi

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის პერსონალის კურსი დაიწყო. კურსი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და გენერალური ინსპექციის უფროსმა დავით ლომიძემ გახსნეს. 

კურსის გახსნას დაესწრნენ და სიტყვით მიმართეს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტორმა, პოლკოვნიკმა მუსტაფა აშკინმა და საქართველოში ამერიკის სამხედრო ჯგუფის უფროსის მოადგილემ, მაიორმა რიჩარდ გარსიამ. კურსის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას მათ თავდაცვის სამინისტროს გამართულად ფუნქციონირებაში გენერალური ინსპექციის როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. 

ერთკვირიანი კურსი  მიზნად ისახავს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებას, კანონით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების ეფექტიანად შესასრულებლად. კურსის მომხსენებლები თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან. გამოცდილების გაზიარების მიზნით, სწავლების პროცესში მონაწილეობას იღებს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი. ასევე, დისტანციური ჩართვები განხორციელდება აშშ-ის არმიის გენერალური ინსპექტორის სკოლიდან და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექტორის ოფისიდან. ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციაზე, მოლაპარაკებების სტრატეგიებსა და დეესკალაციის უნარებზე პროფესორი ზურაბ მხეიძე მოხსენებას წარმოადგენს. 

გენერალური ინსპექციის პერსონალის მეორე კურსი თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის თანამშრომლობით ტარდება. სწავლების სრულ კურსს გადის გენერალური ინსპექციის 15 თანამშრომელი, რომლებიც პროგრამის დასასრულს შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.

Post navigation

Previous: გემახსოვრებათ „ამირანთან“ გამართულ აქციაზე ხანშიშესული კაცი რომ აცხადებდა, ეს ფილმი თუ გავა, სახლში ცოცხალი არ წავალო. მაშინ მთელმა ლიბერალურმა ბაბლმა ჰომოფობი ეძახა და დასცინა. დღეს იმავე კაცმა, სიონში, საპროტესტო ლოზუნგი დაიყვირა და იგივე ლიბერალურმა ბაბლმა, გმირად გამოაცხადა
Next: ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.