Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გემახსოვრებათ „ამირანთან“ გამართულ აქციაზე ხანშიშესული კაცი რომ აცხადებდა, ეს ფილმი თუ გავა, სახლში ცოცხალი არ წავალო. მაშინ მთელმა ლიბერალურმა ბაბლმა ჰომოფობი ეძახა და დასცინა. დღეს იმავე კაცმა, სიონში, საპროტესტო ლოზუნგი დაიყვირა და იგივე ლიბერალურმა ბაბლმა, გმირად გამოაცხადა

მარშალ პრესი 25/03/2026
bacho odisharia

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სიონის ტაძარში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და კინოთეატრ „ამირანთან“ გამართული აქცია გაიხსენა, როდესაც ხანშიშესული კაცი აცხადებდა, რომ თუ ფილმი კინოთეატრში გავიდოდა, სახლში ცოცხალი არ წავიდოდა.

მისი თქმით, ლიბერალურმა ბაბლმა აღნიშნულ პიროვნებას ჰომოფობი ეძახა, დასცინა, ბნელი, მოძალადე, რუსი და მათ ზეპირსიტყვიერებაში არსებული მწირი მარაგის ყველა დამაკნინებელი იარლიყი მიაკრა, ხოლო დღეს იმავე კაცმა, სიონში, პარაკლისზე, საპროტესტო ლოზუნგი დაიყვირა და იგივე ლიბერალურმა ბაბლმა გმირად გამოაცხადა.

ქართველი ლიბერალი, ყოვლად უკონცეფციო, ღირებულებებისგან დაცლილი, უმორალო და ორსახოვანი მოცემულობაა. და რასაკვირველია, ყველაზე გოიმი.

„გემახსოვრებათ კარიკატურად ქცეული ის ვიდეო, კინო ამირანთან გამართულ აქციაზე ხანშიშესული კაცი რომ აცხადებდა, ეს ფილმი თუ გავა კინოთეატრში, მე სახლში ცოცხალი არ წავალო. სანამ პიროვნებას მოიკვლევდი, იმ ვიდეოთიც მარტივად გასაგები იყო, რომ რთული მენტალური მდგომარეობის ადამიანს ვუყურებდით. მაშინ მთელმა ლიბერალურმა ბაბლმა ჰომოფობი ეძახა, დასცინა, ბნელი, მოძალადე, რუსი და მათ ზეპირსიტყვიერებაში არსებული მწირი მარაგის ყველა დამაკნინებელი იარლიყი მიაკრა. დღეს იმავე კაცმა, სიონში, პარაკლისზე, საპროტესტო ლოზუნგი დაიყვირა და იგივე ლიბერალურმა ბაბლმა, რომლისთვისაც ის იყო რუსი, ბნელი, მოძალადე, დასაცინი და სალანძღავი, გმირად გამოაცხადა. მოკლედ, ქართველი ლიბერალი, ყოვლად უკონცეფციო, ღირებულებებისგან დაცლილი, უმორალო და ორსახოვანი მოცემულობაა. და რასაკვირველია, ყველაზე გოიმი“- წერს ოდიშარია.

Post navigation

Previous: ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მას სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს
Next: დიბს-ში გენერალური ინსპექციის პერსონალის კურსი გაიხსნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.