Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მას სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს

მარშალ პრესი 25/03/2026
giorgi gabunia

ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და კანონის დარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „ელენე ხოშტარიას საქმეს სამართლებრივი განზომილება აქვს. მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას რამდენიმე საკითხს ითვალისწინებს. ერთ-ერთი მთავარი შეფასება თავად ბრალდებულის დამოკიდებულებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ.

ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, არ აანაზღაურა ზიანი, არ მოინანია ჩადენილი დანაშაული. როცა მოსამართლეს მსგავსი მოცემულობა აქვს, ის ხელმძღვანელობს, როგორც ბრალდებულის პიროვნებით, ასევე მისი დამოკიდებულებით დანაშაულის თაობაზე. ხოშტარიამ სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს. ნებისმიერი მცდელობა, რომ სისხლის სამართლის ეს დანაშაული პოლიტიკურ ნაწილში იყოს გადაყვანილი, წმინდა წყლის სპეკულაციაა. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი შვილის დედაა? თუ ოთხი შვილის დედაა, თავად უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ კანონი არ დაარღვიოს და დანაშაული არ ჩაიდინოს. მან დანაშაული განზრახ და მიზანმიმართულად ჩაიდინა. შეეძლო, ეს დანაშაული არ ჩაედინა და საკუთარ ოჯახსა და შვილებზე ეზრუნა. ვის სთხოვს პასუხს? სამართლებრივი სახელმწიფო ვართ და კანონის დარღვევაზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება. კანონი და სახელმწიფო არ უნდა გამოცადო“, – განაცხადა გაბუნიამ.

Post navigation

Previous: პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები – რაღაც ზომებია მისაღები, თორემ არაა მაინცადამაინც სასიამოვნო, ამდენი აფთრის ზნის ადამიანის ყურება
Next: გემახსოვრებათ „ამირანთან“ გამართულ აქციაზე ხანშიშესული კაცი რომ აცხადებდა, ეს ფილმი თუ გავა, სახლში ცოცხალი არ წავალო. მაშინ მთელმა ლიბერალურმა ბაბლმა ჰომოფობი ეძახა და დასცინა. დღეს იმავე კაცმა, სიონში, საპროტესტო ლოზუნგი დაიყვირა და იგივე ლიბერალურმა ბაბლმა, გმირად გამოაცხადა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.