Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი – ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მათი მოსვლის შანსი წლიდან წლამდე უფრო მცირე ხდება

მარშალ პრესი 25/03/2026
irakli qadagishvili

ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ, მათი ძირითადი აქცენტია სახელმწიფო გადატრიალებასა და დამხობაზე, ამიტომ აფინანსებენ მათ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე. კერძოდ, გვარამიამ აღნიშნა: „ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდეგ ხელისუფლებას, ამის თქმის არც მრცხვენია და არც მეპრობლემება“.

ქადაგიშვილის თქმით, ნიკა გვარამია თავის მცირერიცხოვან ამომრჩეველს ფუჭი განცხადებებით კვებავს.

„საარჩევნო შედეგებს თუ ვნახავთ, მათი ხელისუფლების შანსი წლიდან წლამდე უფრო და უფრო მცირე ხდება. რა თქმა უნდა, მათ საარჩევნო გზით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვთ, გადატრიალების უნარიც არ აქვთ და ამიტომ თავიანთ მცირერიცხოვან ამომრჩეველს ფუჭი განცხადებებით კვებავენ. ყველაფერი ხელისგულზე დევს.

ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, რადგან ქართველ ხალხს ახსოვს ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს როგორი იყო ცხოვრება. მათ შორის, როგორი იყო დემოკრატია, „დემოკრატიის მამები“ ხომ არიან. უზურპირებული, დარბეული და მიწასთან გასწორებული და ერთ კაბინეტში სარედაქციო მედიაგარემო იყო საქართველოში. ახლა კი ეს ადამიანი ამბობს, ხელისუფლებაში უნდა მოვიდეო. ნიკა გვარამია ბიზნესს ესაუბრება, რომელიც დატერორებული იყო. გახსოვთ, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ბიზნესმენები მოვიდნენ, რომლებიც მოჰყვნენ, ციხეში როგორ გადიოდნენ საკონცენტაციო ბანაკების მსგავს სიტუაციას. ეს ამ ბიზნესს, მედიას და ქართულ საზოგადოებას ხომ ახსოვს? რა თქმა უნდა, ისინი ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ. მათი ძირითადი აქცენტია სახელმწიფო გადატრიალებასა და დამხობაზე, ამიტომ აფინანსებენ მათ.

ხელისუფლებაში არჩევნებით რომ მოვიდნენ, ამის შანსი არ აქვთ და ეს კარგად იციან. გაგიგიათ, რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდეს, რასაც აქ გვარამია-ხოშტარია და მათი და-ძმანი ახორციელებენ?  მსგავსი რამე ევროპის არცერთ ქვეყანაში არც დაესიზმრებათ. აბა, ნახეთ, სომხეთში ოპოზიციის ლიდერი რის გამო დააკავეს. ეს განცხადება საზოგადოებას მოასმენინეთ. საქართველოში მსგავს განცხადებას კი არა, უარესს ქმედებებს აყურებინებენ საზოგადოებას. ასეთი განცხადებებით საკუთარ ბაბლში ტრიალებენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

Post navigation

Previous: ოპოზიციის გააქტიურება, არა ილია II-ის სიყვარულით, არამედ, შიშით და პატრიარქის არჩევის პროცესის დისკრედიტაციით არის ნაკარნახევი – მათ აშინებთ მეუფე შიო, როგორც პატრიარქობის ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი, აშინებთ ფაქტი, რომ ის არ ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენებს
Next: ირაკლი ქადაგიშვილი – ელენე ხოშტარიას პატრონების ამოცანაა, ის მძევლად ჰყავდეთ, რათა საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.