Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოპოზიციის გააქტიურება, არა ილია II-ის სიყვარულით, არამედ, შიშით და პატრიარქის არჩევის პროცესის დისკრედიტაციით არის ნაკარნახევი – მათ აშინებთ მეუფე შიო, როგორც პატრიარქობის ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი, აშინებთ ფაქტი, რომ ის არ ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენებს

მარშალ პრესი 25/03/2026
davit chikhelidze

ოპოზიციას ახალი ტაქტიკა აქვს, ისინი ერთდროულად ორ ერთმანეთთან შეუთავსებელ ნარატივს ავრცელებენ. ერთის მხრივ აცხადებენ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეული, მისი გარდაცვალება ყველასთვის მძიმე და მტკივნეულია, მეორეს მხრივ კი ამბობენ, რომ მეუფე შიო მიუღებელია და არ უნდა გახდეს პატრიარქი – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ოპოზიცია ცდილობს, ნებისმიერ ფასად მოერგოს საზოგადოებრივ განწყობებს და შექმნან ისეთი სურათი, რომელიც მათ პოლიტიკურ ინტერესებს მოემსახურება. „ოპოზიციას ახალი ტაქტიკა აქვს, ისინი ერთდროულად ორ ერთმანეთთან შეუთავსებელ ნარატივს ავრცელებენ. ერთის მხრივ აცხადებენ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეული, მისი გარდაცვალება ყველასთვის მძიმე და მტკივნეულია, მეორეს მხრივ კი ამბობენ, რომ მეუფე შიო მიუღებელია და არ უნდა გახდეს პატრიარქი.

ამასთან ერთად ვისმენთ კიდევ უფრო წინააღმდეგობრივ ბრალდებას, თითქოს პატრიარქი ილია მეორე, სხვების გავლენების ფონზე, იძულებული გახდა, მეუფე შიო მოსაყდრედ დაესახელებინა. აქ ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: როგორ წარმოგიდგენიათ, სიცოცხლეშივე წმინდანად შერაცხილ ადამიანს ვინმემ რაიმე აიძულოს? ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერ ფასად მოერგონ საზოგადოებრივ განწყობებს და შექმნან ისეთი სურათი, რომელიც მათ პოლიტიკურ ინტერესებს მოემსახურება. მაგრამ რაც უფრო ცდილობენ, მით უფრო თვალშისაცემი ხდება ამ განცხადებების წინააღმდეგობრივი ხასიათი. რეალურად, ოპოზიციის გააქტიურება, არა ილია მეორეს სიყვარულით, არამედ შიშით და პატრიარქის არჩევის პროცესის დისკრედიტაციით არის ნაკარნახევი. მათ აშინებთ მეუფე შიო, როგორც პატრიარქობის ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი. აშინებთ მისი დამოუკიდებლობა და ის ფაქტი, რომ ის არ ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენებს. მეუფე შიო სწორედ იმით გამოირჩევა, რომ მისი პოზიცია და გადაწყვეტილებები არ არის დამოკიდებული გარე ადამიანებზე, მისი ერთადერთი მსაჯული არის ღმერთი.“ – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: მარგინალურ ოპოზიციაში მარტივად იპოვით ხალხს, რომელიც ფარისევლურად პატივს მიაგებს პატრიარქს, მაგრამ მეუფე შიოს უშვერი სიტყვებით ლანძღავს
Next: ირაკლი ქადაგიშვილი – ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მათი მოსვლის შანსი წლიდან წლამდე უფრო მცირე ხდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.