Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი – ელენე ხოშტარიას პატრონების ამოცანაა, ის მძევლად ჰყავდეთ, რათა საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეთ

მარშალ პრესი 25/03/2026
irakli qadagishvili

საქართველოში კლასიკური გამოცდილება გვაქვს, როგორ ხდება, ე.წ. ფსევდო პოლიტიკური პატიმრების შექმნა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანს პოლიტიკური პარტია აქვს, არჩევნებში გარკვეული ხმები მიიღო, პარლამენტის წევრი გახდა, მას თავისი შედეგი არ მოეწონა და თქვა, არჩევნები გაყალბდაო.

„ამის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია და ამ დროს გარედან ორკესტირებით სახელმწიფოს წინაღმდეგ შეტევა დაიწყო, რაც გამოიხატება არჩევნების არცნობაში, არჩევნების უგულვებელყოფასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევაში. ეს ყველაფერი კი მედიაუზრუნველყოფის ფონზე ხდებოდა. ამ სცენარის დამდგმელებს ორი წაუგებელი თამაში აქვთ – სახელმწიფო უუნარობას თუ გამოიჩენს და ასეთი სახის ანარქიას კანონით პასუხს არ გასცემს, მაშინ ეს სახელმწიფო ჩამოიშლება და ასეთი სახის ძალები ხელისუფლების სათავეში ყოველგვარი არჩევნების გარეშე მოვლენ, თავად კი ისეთ არჩევნებს ჩაატარებენ, როგორიც უნდათ. ასეთი არჩევნები 2003 წელს ვიხილეთ, როცა 17-პროცენტიანი პარტია უცებ 90-პროცენტიანი გახდა. ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გავლილი.

ამიტომ, სახელმწიფო ხალხის და დემოკრატიის არჩევანს თუ დაიცავს, ასეთ ანარქისტულ ელემენტებს პასუხისგებაში მიცემა მოუწევთ. შემდეგ სპეკულაცია იწყება, ეს არის პოლიტპატიმარი, ოთხი შვილის დედა და ა.შ. ადამიანს მრავალი სამართალდარვევა მიზანმიმართულად აქვს ჩადენილი და ამბობს, რომ ამას სპეციალურად აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ჰუმანურად ექცევა და გამოსავალს სთავაზობს, პატიმრობაში არ იყოს, მისი და მისი პატრონების ამოცანაა, ასეთი ადამიანი მძევლად ჰყავდეს, რათა საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ქადაგიშვილი – ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მათი მოსვლის შანსი წლიდან წლამდე უფრო მცირე ხდება
Next: ხოშტარიამ და მისმა თანამოაზრეებმა გირაოს არგადახდით საკუთარი თავი დაიპატიმრეს, გადაწყვიტეს, გარეთ უკეთესად გაიყიდებოდა ნიუსი, თითქოს პოლიტიკური პატიმრები არიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.