Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მარგინალურ ოპოზიციაში მარტივად იპოვით ხალხს, რომელიც ფარისევლურად პატივს მიაგებს პატრიარქს, მაგრამ მეუფე შიოს უშვერი სიტყვებით ლანძღავს

მარშალ პრესი 25/03/2026
david kartvelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „მარგინალურ ოპოზიციაში მარტივად იპოვით ხალხს, რომელიც ფარისევლურად პატივს მიაგებს პატრიარქს, მაგრამ მეუფე შიოს უშვერი სიტყვებით ლანძღავს.“ ქართველიშვილის შეფასებით, კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს ქართველთმოძულე პოლიტიკანების ფარისევლობა, რადგან შეუძლებელია გიყვარდეს ილია მეორე და გძულდეს მისი არჩევანი.

„მარგინალურ ოპოზიციაში მარტივად იპოვით ხალხს, რომელიც ფარისევლურად პატივს მიაგებს პატრიარქს, მაგრამ მეუფე შიოს უშვერი სიტყვებით ლანძღავს. ეგ როგორ გამოდის, ხომ ვერ ამიხსნით? როგორ თავსდება ერთმანეთთან, კარგი თქვა უწმინდესზე და მის არჩევანს ტალახი ესროლო? ცხადია, როგორც ზეთი და წყალი არ შეერევა ერთმანეთს, ისე ვერ აიხსნება გიყვარდეს ილია მეორე და გძულდეს მისი არჩევანი. აქ კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს ქართველთმოძულე პოლიტიკანების ფარისევლობა!“ – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: დანია შედის პერიოდში, როდესაც მისი პოლიტიკა განისაზღვრება არა იმდენად შიდა კონსენსუსით, რამდენადაც საჭიროებით, მანევრირება მოახდინოს გარე ძალებს შორის
Next: ოპოზიციის გააქტიურება, არა ილია II-ის სიყვარულით, არამედ, შიშით და პატრიარქის არჩევის პროცესის დისკრედიტაციით არის ნაკარნახევი – მათ აშინებთ მეუფე შიო, როგორც პატრიარქობის ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი, აშინებთ ფაქტი, რომ ის არ ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.