Skip to content
10/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრეზიდენტის განცხადება, რომელიც რეალურად საქმიანი იყო და მისი ერთი ნაწილი, აშშ-ს პირველი ლედის მიერ საქართველოს პირველი ლედის ოფიციალურ მიწვევას ეხებოდა, ოპოზიციის ნაწილმა სრულიად სხვა შინაარსით მიჰყიდა საკუთარ აუდიტორიას

მარშალ პრესი 16/03/2026
tamta megrelishvili

პრეზიდენტის განცხადება, რომელიც რეალურად საქმიანი იყო და მისი ერთი ნაწილი, აშშ-ს პირველი ლედის მიერ საქართველოს პირველი ლედის ოფიციალურ მიწვევას ეხებოდა, ოპოზიციის ნაწილმა სრულიად სხვა შინაარსით მიჰყიდა საკუთარ აუდიტორიას, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „პირველი ლედის“ ნაცვლად „პირველი დედის“ ამბობს.

მეგრელიშვილის თქმით, შესაძლოა დეზინფორმაციაზე აგებული პოლიტიკა მოკლევადიან ეფექტს ქმნის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ცრუ ნარატივების შემქმნელებისთვის დამღუპველი შედეგი მოაქვს. „ოპოზიცია, როგორ პოლიტიკურად გამოფიტული ძალა, რეალური პოლიტიკური დისკუსიის ნაცვლად დეზინფორმაციითა და ხელოვნურად შექმნილი სკანდალებით იკვებება. პოლიტიკურად უსაქმური ოპოზიციისათვის მათთვის არასასურველი პოლიტიკოსების განცხადებების დამახინჯება და განსხვავებული შინაარსით გავრცელება ძირითად საქმიანობად იქცა.

პრეზიდენტის განცხადება, რომელიც რეალურად საქმიანი იყო და მისი ერთი ნაწილი, აშშ-ს პირველი ლედის მიერ საქართველოს პირველი ლედის ოფიციალურ მიწვევას ეხებოდა, ოპოზიციის ნაწილმა სრულიად სხვა შინაარსით მიჰყიდა საკუთარ აუდიტორიას. საგულისხმოა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციის ამგვარი მიდგომა პირველი შემთხვევა არ არის, რა იწვევს ასეთ მიდგომებს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ?! ვფიქრობ ეს გამოწვეულია პრეზიდენტის სიძლიერით, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს რეალური მნიშვნელობა შესძინა და ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დგას! შესაძლოა დეზინფორმაციაზე აგებული პოლიტიკა მოკლევადიან ეფექტს ქმნის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ცრუ ნარატივების შემქმნელებისთვის დამღუპველი შედეგი მოაქვს! მძიმე დიაგნოზია აკრიტიკებდე ქართული სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე მდგარ ქვეყნის პრეზიდენტს და ტაშს უკრავდე ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მისთვის წინასწარ დაუწერელი ტექსტის გარეშე, საჯაროდ საუბრისას არაერთი შეცდომა დაუშვა და ნეტა მხოლოდ სიტყვა ყოფილიყო მისი შეცდომა, კაცმა საკუთარი მმართველობის პირობებში ქვეყანა გაიმეტა და დაღუპა!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ჩვენი მიზანია, სექტორის რაღაც ფორმის სტანდარტიზაცია შევძლოთ ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი რგოლში მონაწილე ყველა ჯაჭვისთვის. საერთო ჯამში ეს გააჯანსაღებს სექტორს, უფრო გამჭვირვალეს გახდის და დადებითად აისახება კონკურენციაზე
Next: ფაქტია, რომ სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა და მოუწევს, ეს ჩარევა იყოს ჩვენი მოსახლოების საკეთილდღეოდ – ამ დროის განმავლობაში, ამ სფეროს თავისუფლებამ წარმოქმნა ის პრობლემები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.