Skip to content
10/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი მიზანია, სექტორის რაღაც ფორმის სტანდარტიზაცია შევძლოთ ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი რგოლში მონაწილე ყველა ჯაჭვისთვის. საერთო ჯამში ეს გააჯანსაღებს სექტორს, უფრო გამჭვირვალეს გახდის და დადებითად აისახება კონკურენციაზე

მარშალ პრესი 16/03/2026
shota berekashvili

როდესაც ურთიერთობებში ასიმეტრიული ურთიერთობაა და ერთ მხარეს გააჩნია მნიშვნელოვანი უპირატესობა, მეორე მხარეს უჩნდება დამატებითი ხარჯები- განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.

„ეს დამატებითი ხარჯები იწვევს დამატებითი საოპერაციო ხარჯების გაჩენას, ამ შემთხვევაში თუ ის მწარმოებელია საქართველოში და ეს საბოლოო ჯამში ითარგმნება პროდუქციის თვითღირებულების ზრდაში.

ერთი მხრივ, გადახდის რა პირობა იქნება, 90 დღიანი კონსიგნაცია იქნება თუ 60 დღიანი, ვითომ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ საერთო ჯამში, მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ქვედა რგოლებს ეზრდებათ სამუშაო კაპიტალი, მისი მოთხოვნილება ეზრდებათ და რაც უფრო დიდხანს იწევა გადახდის პირობები, მით უფრო მეტი კაპიტალი სჭირდება, ეს კაპიტალი ძვირი ღირს და საერთო ჯამში ეს აისახება პროდუქტის თვითღირებულებაზე.

ჩვენი მიზანი არის, რომ სექტორის რაღაც ფორმის სტანდარტიზაცია შევძლოთ ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი რგოლში მონაწილე ყველა ჯაჭვისთვის და არსებობდეს საშუალება, რომ ამაზე მოხდეს მონიტორინგი. საერთო ჯამში ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ გააჯანსაღებს სექტორს, უფრო გასაგებს გახდის, უფრო გამჭვირვალეს გახდის და დადებითად აისახება კონკურენციაზე“- განაცხადა ბერეკაშვილმა.

Post navigation

Previous: ერთადერთი პერსონა, ვინც შეიძლება ჰააგის ტრიბუნალზე გასამართლდეს, სააკაშვილია – კოლექტიური სანაცეთის ნარატივი ბიძინა ივანიშვილის ჰააგაში გასამართლების შესახებ, მათი რადიკალურად განწყობილი ელექტორატისათვის გულის მოსაფხანად თუ გამოდგება
Next: პრეზიდენტის განცხადება, რომელიც რეალურად საქმიანი იყო და მისი ერთი ნაწილი, აშშ-ს პირველი ლედის მიერ საქართველოს პირველი ლედის ოფიციალურ მიწვევას ეხებოდა, ოპოზიციის ნაწილმა სრულიად სხვა შინაარსით მიჰყიდა საკუთარ აუდიტორიას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.