Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, “მოსკოვის მექანიზმის” ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია

მარშალ პრესი 14/03/2026
gia abashidze

დამოუკიდებელი ექსპერტი არის ადამიანი, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნა-გამოცდილებას გარკვეულ სფეროში და აქვეყნებს/აზიარებს თავის შეფასებებს/რეკომენდაციებს და არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ ორგანიზაციასთან, ხელისუფლებასთან ან მხარესთან, ანუ მოქმედებს დამოუკიდებლად და ობიექტურად, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში. ის აღნიშნავს, რომ “ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი” პატრიცია გჟებიკი, რომელმაც “მოსკოვის მექანიზმის” დასკვნას მოაწერა ხელი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია და მის ბიოგრაფიაში პოლონეთის ხელისუფლებასთან კავშირის ფაქტები იკვეთება.

“ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, “მოსკოვის მექანიზმის” ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია, საიდანაც გზავნილებია საქართველოს ე.წ. უკუსვლაზე. მათთვის ე.წ. პროევროპული ნაცოპოზიცია, ასევე უსამშობლო NGO-განშტოებებით უფრო წონადია და სააკაშვილს თურმე “აწამებენ”. ე.წ. “მიუკერძოებული” ექსპერტ გჟებიკის CV-ში იკითხება: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო; პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტი, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ანალიტიკური ცენტრი; მიეროშევსკის ცენტრი და ა.შ. რაც შეეხება “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ე.წ. ავტორის, პანი გჟებიკის კარიერის დასაწყისს, მისი აკადემიური წარმატება საერთაშორისო სამართალში, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიით დაიწყო.” – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: ვინ არის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტი, პატრიცია გჟებიკი, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და “მოსკოვის მექანიზმის” დასკვნად გაასაღა?
Next: ეს კვლევაც ერთ-ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და როდესაც ქალბატონები აქ თავს გრძნობენ ყველაზე უსაფრთხოდ, ერთ-ერთ მანიშნებელია იმისა, რომ არავის საქართველოში არავითარი საფრთხე არ ემუქრება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.