Skip to content
08/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს კვლევაც ერთ-ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და როდესაც ქალბატონები აქ თავს გრძნობენ ყველაზე უსაფრთხოდ, ერთ-ერთ მანიშნებელია იმისა, რომ არავის საქართველოში არავითარი საფრთხე არ ემუქრება

მარშალ პრესი 14/03/2026
dimitri khundadze

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ქალების უსაფრთხოების თემაზე საერთაშორისო კვლევის შედეგებს ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კვლევის შედეგები ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მაღალი მაჩვენებლითაა განპირობებული.

დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და გენდერული კუთხით საფრთხე არავის ემუქრება.

„ეს მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, საერთო მუშაობის შედეგია, მაგრამ მეტწილად სამართალდამცავების საქმიანობის დამსახურებაა, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგზე არიან უშუალოდ პასუხისმგებლები და ეს წესრიგი საქართველოში იგრძნობა.

ეს კვლევაც ერთ-ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და როდესაც ქალბატონები აქ თავს გრძნობენ ყველაზე უსაფრთხოდ, ერთ-ერთ მანიშნებელია იმისა, რომ არავის საქართველოში არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ასევე, არავითარი საჭიროება არ არსებობს იმის, რომ გვქონდეს გენდერული რეგულაცია, და კვოტები შემოვიღოთ იმისთვის, რომ ქალთა მონაწილეობა ან ქალთა უსაფრთხოება ამ გზით იქნას პრიორიტეტში აყვანილი ან დასაცავი,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციისთვის, WIN | Worldwide Independent Network of MR & OP -ის მიერ ჩატარდა უახლესი ყოველწლიური კვლევა „Worldviews“ , რომლის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, სადაც ქალები ღამით საჯარო სივრცეში თავისუფლად გადაადგილებისას ყველაზე მაღალ უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.

Post navigation

Previous: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, “მოსკოვის მექანიზმის” ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია
Next: თბილისი თანდათან იმკვიდრებს თავს როგორც სამხრეთ კავკასიის მთავარი რეგიონული ჰაბი საერთაშორისო ფორუმების, ბიზნეს-სამიტებისათვის, რისი აღიარება ოპოზიციისთვის – პოლიტიკური სუიციდის ტოლფასია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.