Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვინ არის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტი, პატრიცია გჟებიკი, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და “მოსკოვის მექანიზმის” დასკვნად გაასაღა?

მარშალ პრესი 14/03/2026
patricia gjebik

ვინ არის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტი, პატრიცია გჟებიკი, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და “მოსკოვის მექანიზმის” დასკვნად გაასაღა? – გჟებიკი ვარშავის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო კვლევების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია, თუმცა, აკადემიური საქმიანობის გარდა, ირკვევა, რომ მას მჭიდრო კავშირი აქვს პოლონეთის მთავრობასთან.

2026 წლის 3 მარტით დათარიღებულ ინფორმაციაში, რომელსაც იურიდიული საზოგადოება “The Jagiellonian Law Society” ავრცელებს, პროფესორ გჟებიკის შესახებ გვხვდება ინფორმაცია: “ის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს წევრი, საერთაშორისო სამართლის ევროპული საზოგადოების საბჭოს წევრი და ჰუმანიტარული მოქმედების ქსელის (NOHA) პრეზიდენტია. პროფესორი გჟებიკი იყო პოლონეთის იურიდიული მრჩეველი საერთაშორისო სასამართლოში და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ექსპერტული ანალიზის ავტორი.” ეს ინფორმაცია მითითებულია “კოსციუშკოს ფონდის” გვერდზეც.

გარდა ამისა, 2024 წელს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის საკონსულტაციო იურიდიული კომიტეტის საინაუგურაციო შეხვედრასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, “გაიმართა კომიტეტის ახალი წევრების დანიშვნის ცერემონია, რომლებიც შეირჩნენ პოლონეთის აკადემიური და სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენელი საერთაშორისო სამართლის თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსებისგან,” – 15 პირისგან შემდგარ სიაში, პატრიცია გჟებიკი მეორეა.

გასულ წელს კი, გაეროში პოლონეთის წარმომადგენლობამ, გამართა მიღება, რათა პროფესორ პატრიცია გჟებიკის კანდიდატურა წარედგინათ წამების საწინააღმდეგო გაეროს კომიტეტში (2026–29). აღნიშნულის ამსახველი მასალა პოლონეთის საკონსულომ X-ზე გამოაქვეყნა.

ეუთო-ს “დამოუკიდებელი ექსპერტის” ბიოგრაფიაში, პოლონეთის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა მხოლოდ ამ ფაქტებით არ სრულდება.

როგორც ცნობილია, გჟებიკი არის პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის (PISM) საბჭოს წევრი, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ანალიტიკური ცენტრია და მსახურობს მიეროშევსკის ცენტრის საკონსულტაციო საბჭოში, რომელიც კულტურის სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ მყოფი დაწესებულებაა. ამასთან, იგი მონაწილეობდა როგორც ექსპერტი, პოლონეთის ოფიციალურ დელეგაციებში, როგორიცაა რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოების ასამბლეის სპეციალური სესია 2025 წელს.

რაც შეეხება “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორის კარიერის დასაწყისს, მისი აკადემიური წარმატება საერთაშორისო სამართალში, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიით.

Post navigation

Previous: გლობალური კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალები ღამით ქუჩაში სიარულისას თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ
Next: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, “მოსკოვის მექანიზმის” ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.