Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კიდევ ერთხელ, ღიად დაადასტურეს, რომ ქართველი ერის განადგურების სურვილი აქვთ. ვეზიზღებით, რადგან ომი არ დავიწყეთ! გარყვნილობა ავკრძალეთ, სიმართლე დავაკანონეთ- ვეზიზღებით, რომ არ ვემონებით

მარშალ პრესი 13/03/2026
dimitri samkharadze

„მალე გვეტყვიან, რომ ქართველებმა არ ილოცოთ და საპატრიარქო გააუქმეთო! ღირსება უნდა წაგართვათ ქართველებს, რჯული გადაგიშენოთ, წინაპრები დაგავიწყოთ და მომავალი წაგართვათო! სხვანაირად ამათი მოთხოვნები არ იკითხება !!“- წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის შესახებ. „მალე გვეტყვიან, რომ ქართველებმა არ ილოცოთ და საპატრიარქო გააუქმეთო! ღირსება უნდა წაგართვათ ქართველებს, რჯული გადაგიშენოთ, წინაპრები დაგავიწყოთ და მომავალი წაგართვათო!

სხვანაირად ამათი მოთხოვნები არ იკითხება !! როდესაც ერს, დაკანონებული აქვს ბავშვებში გარყვნილების პროპაგანდა, სქესის გადაკეთება და არჩეული აქვს სიმართლე დაკარგული და უსამშობლო გადამთიელის მონობა, იქ არც რწმენაა და მითუმეტეს არც უფალი !! სიმართლეს რომ იცავს თქვენს ქვეყანაში, ის კანონიც გააუქმეთო. ჭეშმარიტებას რომ დაკარგავს ერი, მერე ის იარსებებს დღეს, კიდევ ერთხელ, ღიად, დაუფარავად დაადასტურეს, რომ საქართველოს და ქართველი ერის განადგურების სურვილი აქვთ. ვეზიზღებით, რადგან ომი არ დავიწყეთ! გარყვნილობა ავკრძალეთ, სიმართლე დავაკანონეთ! ვეზიზღებით, რომ არ ვემონებით, ვერ მოახერხეს სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირება, აქაური მყრალი მანქურთების ხელისუფლებაში მობრუნება! რა არის ჩემი სიცოცხლე, თუ რწმენას, ღირსებას, შვილების მომავალს დავკარგავ? ფუჭ არსებად ვიქცევი, აი ისეთად, პარლამენტის წინ რომ ყრია, მონა გადამთიელის უსამშობლო მანქურთად! ამიტომ, სიცოცხლის ბოლომდე დავიცავთ ჩვენს სამშობლოს, რწმენას, მშვიდობას და მომავალ თაობას! საქართველოს ვერ დააჩოქებთ“- წერს სამხარაძე.

Post navigation

Previous: აღარ არის საკმარისი ევრობიუროკრატიის მხილება და კრიტიკა, არამედ საჭიროა საბოლოოდ მოვიშოროთ თავსმოხვეული შეთანხმებები და ვალდებულებები, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი პოზიტიური ეფექტი ჩვენი ხალხისა თუ ქვეყნისთვის და გამოყენებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ
Next: „მოსკოვის მექანიზმს“ არანაირი საერთო არ აქვს ჰააგის სასამართლოსთან, ამ ეტაპზე ჰააგაში რაიმეს გადამისამართება ღიმილის მომგვრელია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.