Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„მოსკოვის მექანიზმს“ არანაირი საერთო არ აქვს ჰააგის სასამართლოსთან, ამ ეტაპზე ჰააგაში რაიმეს გადამისამართება ღიმილის მომგვრელია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს

მარშალ პრესი 13/03/2026
levan maxashvili

უსაფუძვლო ბრალდებები გასული წლების განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში არსებული დასკვნა სწორედ ამ უსაფუძვლო ბრალდებების კრებულია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „მოსკოვის მექანიზმს“ ჰააგის სასამართლოსთან საერთო არაფერი აქვს.

„ეს დოკუმენტი, მტკიცებულებების მიღმა, პოლიტიკურ შეფასებებს შეიცავს და არა მტკიცებულებებით გამყარებულ სამართლებრივ დასკვნებს. რა თქმა უნდა, ჩვენ სახელმწიფოს გაუქმებას არ ვაპირებთ. ამ რეკომენდაციების მიღება ნიშნავს, რომ სახელმწიფომ სახელმწიფოებრიობაზე ხელი აიღოს და გადაწყვეტილებების მიღების უფლება უცხო ძალებს გადასცეს. რა თქმა უნდა, საქართველო ამის გაკეთებას არ აპირებს.

უსაფუძვლო ბრალდებები გასული წლების განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ, ეს დასკვნა კრებულია სწორედ ამ უსაფუძვლო ბრალდებების. თუ ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, მზად ვართ დებატების ფორმატში, ნებისმიერ ფორმატში თითოეული კანონი დავიცვათ. რაც შეეხება ჰააგის ნაწილს, ეს წმინდა წყლის სპეკულაციაა, რადგან ამ მექანიზმს არანაირი საერთო არ აქვს ჰააგის სასამართლოსთან. პირიქით, ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სპეკულაციების ნაცვლად, თუ რაიმე აქვთ სამტკიცებელი, სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენონ. ამ ეტაპზე ჰააგაში რაიმეს გადამისამართება ღიმილის მომგვრელია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები.

Post navigation

Previous: კიდევ ერთხელ, ღიად დაადასტურეს, რომ ქართველი ერის განადგურების სურვილი აქვთ. ვეზიზღებით, რადგან ომი არ დავიწყეთ! გარყვნილობა ავკრძალეთ, სიმართლე დავაკანონეთ- ვეზიზღებით, რომ არ ვემონებით
Next: დავით ქართველიშვილი: თბილისმა ფაქტობრივად ჩამოაყალიბა რეგულირების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მოდელი ევროპულ სივრცეში ავტორიტარული სისტემების გარეთ და იქცა კონსერვატიული საკანონმდებლო პოლიტიკის ერთგვარ ფლაგმანად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.