Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აღარ არის საკმარისი ევრობიუროკრატიის მხილება და კრიტიკა, არამედ საჭიროა საბოლოოდ მოვიშოროთ თავსმოხვეული შეთანხმებები და ვალდებულებები, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი პოზიტიური ეფექტი ჩვენი ხალხისა თუ ქვეყნისთვის და გამოყენებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ

მარშალ პრესი 13/03/2026
ertiani neitraluri saqartvelo gancxadeba

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სრულ ფარსად გადაიქცა საერთაშორისო შეთანხმებები და გაერთიანებები. ფაქტია, რომ აღარ არსებობს ის ღირებულებები, რასაც ოდესღაც დეკლარირებდნენ აღნიშნული ორგანიზაციები, – ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას ეხმიანება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო შეთანხმებების და ვალდებულებების ფორმატი გლობალურად კარგავს ფუნქციას, რამდენადაც მუდმივად ირღვევა მსოფლიო წესრიგი.

„რთული იქნება რომელიმე კონკრეტული ჩანაწერის გამოყოფა, რადგან ანგარიში მთლიანად სიცრუეს ეფუძნება. საერთო ჯამში, მოსკოვის მექანიზმის დასკვნა გვეუბნება, რომ ადამიანის უფლებები ეს არის – ლგბტ პროპაგანდა, ხოლო დემოკრატია – კოლექტიური ნაცმოძრაობის მმართველობა.
საერთაშორისო შეთანხმებების და ვალდებულებების ფორმატები გლობალურად კარგავს ფუნქციას, რადგან ბოლომდე ირღვევა ის მსოფლიო წესრიგი, რომლის ნაყოფსაც ისინი წარმოადგენდნენ. როგორც ცნობილია, სულ რამდენიმე თვის წინ აშშ 70-მდე ასეთი ხელშეკრულებიდან გავიდა“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებით, საქართველომ უნდა დატოვოს საერთაშორისო ორგანიზაციები, თუ ხელშეკრულებები, რომლებიც ფარსადაა გადაქცეული.

„სრული უფუნქციობის პირობებში, ამგვარი ფორმატები, იქნება ეს ეუთო, ვენეციის კომისია თუ სხვა, სრულად ჩამოყალიბდა ოლიგარქიული ოჯახების ინსტრუმენტად, რასაც საკუთარი პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზნებისთვის იყენებენ.

უცვლელია საქართველოში ხელისუფლების დამხობის და მისი აგენტურით ჩანაცვლების სცენარი, და ეუთოს დასკვნა, ისევე როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია თუ სხვა მექანიზმები, გასული წლების მსგავსად, ასრულებს რევოლუციური პროცესებისთვის “საწვავის” როლს.
ასეთ რეალობაში მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა დატოვოს აბსოლუტურ ფარსად და მხოლოდ შანტაჟის იარაღად გადაქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები თუ ორგანიზაციები.

საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია ხელისუფლებას ამ ვალდებულებების შესრულება, როდესაც ჩვენგან ითხოვენ, რომ უარი ვთქვათ საკუთარ სარწმუნოებაზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, სუვერენიტეტზე და ხელისუფლებაში დავაბრუნოთ აგენტურული ქსელი. არ არსებობს სხვა რაიმე ობიექტური შეფასების კრიტერიუმი, და ეს ვითარება მომავალში არათუ გაუმჯობესდება, არამედ დეგრადაციის დონე ყველა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.

მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ აღარ არის საკმარისი ევრობიუროკრატიის მხილება და კრიტიკა, არამედ საჭიროა საბოლოოდ მოვიშოროთ თავსმოხვეული შეთანხმებები და ვალდებულებები, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი პოზიტიური ეფექტი ჩვენი ხალხისა თუ ქვეყნისთვის და გამოყენებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ,“- ვკითხულობთ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებაში.

Post navigation

Previous: კაია კალასი: აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ არ მოსწონთ ევროკავშირი
Next: კიდევ ერთხელ, ღიად დაადასტურეს, რომ ქართველი ერის განადგურების სურვილი აქვთ. ვეზიზღებით, რადგან ომი არ დავიწყეთ! გარყვნილობა ავკრძალეთ, სიმართლე დავაკანონეთ- ვეზიზღებით, რომ არ ვემონებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.