Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

კაია კალასი: აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ არ მოსწონთ ევროკავშირი

მარშალ პრესი 13/03/2026
kaia kalasi

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა გამოცემა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს და არ მოსწონს ევროკავშირი.

კალასის თქმით, აშშ-ის მიდგომა ევროკავშირის მიმართ ჰგავს იმ ტაქტიკას, რომელსაც ევროკავშირის მოწინააღმდეგეები იყენებენ.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ აშშ-მა მკაფიოდ განაცხადა საკუთარი სურვილის შესახებ, რომ გაყოს ევროპა. მათ ევროკავშირი არ მოსწონთ“, – თქვა კალასმა.

მისი აზრით, ევროკავშირის ქვეყნებმა არ უნდა ეცადონ ტრამპთან ცალ-ცალკე მოლაპარაკებას. ამის ნაცვლად, მათ ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან მისივე თქმით, „ერთად ყოფნის შემთხვევაში ჩვენ თანაბარი ძალები ვართ“, წერს Financial Times.

აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები მან აღწერა, როგორც „ძალიან რთული“.
„თუ თქვენ გაეცნობით [აშშ-ის] ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიას, ვფიქრობ, არავითარი ილუზიის შექმნა არ დაგჭირდებათ“, – თქვა კალასმა.

თავდაცვის საკითხზე კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს ამერიკისგან სამხედრო ტექნიკის შეძენა კვლავ სჭირდება, რადგან ევროპას ჯერ არ აქვს საჭირო რესურსები და შესაძლებლობები. მანვე დაამატა, რომ ევროპამ საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიაშიც მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს.

Post navigation

Previous: გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და კონფლიქტების ფონზე სწორედ საქართველო ნელ-ნელა გადაიქცევა რეგიონული სტაბილურობის მთავარ კვანძად, მათ შორის იმ ევროპისთვის, რომლის მთავარი ამოცანა – საქართველოს ჩათრევაა „ეფშტეინის ცივილიზაციაში”
Next: აღარ არის საკმარისი ევრობიუროკრატიის მხილება და კრიტიკა, არამედ საჭიროა საბოლოოდ მოვიშოროთ თავსმოხვეული შეთანხმებები და ვალდებულებები, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი პოზიტიური ეფექტი ჩვენი ხალხისა თუ ქვეყნისთვის და გამოყენებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.